მუხლს ვიდრეკ იესოს წინაშე, რადგან ის გვაძლევს ძალას. ის გვაძლევს იმედს და გვჩუქნის პატიებას. მისი სიცოცხლე არის გზავნილი სიკეთისა და გამოსყიდვის შესახებ.
ალექსანდრე მაკედონელმა, კეისარმა ავგუსტუსმა, კარლოს დიდმა და თავად მეც უზარმაზარი იმპერიები შევქმენით. და რა საძირკველი ჰქონდა ჩვენი გენიალურობის ამ ქმნილებათ? ძალადობის. მხოლოდ ერთადერთმა – იესო ქრისტემ დააფუძნა თავისი იმპერია სიყვარულით.
ნუ იქნებით მკვდარი სულები, არამედ ცოცხლები. არსებობს სიცოცხლის მხოლოდ ერთი კარი და ეს კარი იესო ქრისტეა.
მე გადავეცი ჩემი სული ღმერთს – ჩემს შემოქმედს და აბსოლუტურად ურყევად მწამს იესო ქრისტესი – ჩემი მხსნელის.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია – აავსოს ვაკუუმი თითოეული ადამიანის გულში. მხოლოდ ღმერთი ავსებს ამ სიცარიელეს – ღმერთი, რომელსაც იესო ქრისტეს მეშვეობით შევიცნობთ.
ღმერთი ჩემი ძალაა. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ იესო ქრისტეს სახელით. მხოლოდ მაშინ ღირს ცხოვრება, როდესაც გულში ქრისტე ცხოვრობს.
სოკრატეს სიცოცხლე და სიკვდილი გვაჩვენებს, რომ ის ადამიანი იყო. იესოს სიცოცხლე და სიკვდილი კი ამოწმებს იმას, რომ ის ღმერთია.
ნამდვილი კაცები მართლაც ცხოვრობენ იესოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეურიგდე ქრისტეს, ვიდრე არის ამის შესაძლებლობა. ცხოვრება მსწრაფლ წარმავალია და არასდროს იცი, როდის დამთავრდება ის. ყველაფერი შეიძლება დასრულდეს თვალის დახამხამებაში, შემდეგ კი უკვე გვიანია ხსნის – ღვთიური საჩუქრის – მიღება.
ქრისტე, რომელიც ფლობდა ყოველივეს, გაღარიბდა და ყველაფერი გაიღო, რათა ვეხსენით. ეს გვასწავლის, რომ მის მსგავსად მოვიქცეთ ჩვენც.
მე წავიკითხე ციცერონი და პლატონი და მათ ნაშრომებში ბევრი სიბრძნე აღმოვაჩინე, მაგრამ არცერთ მათგანს არ უთქვამს: ‘მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!’
იესო არის ძალის მომცემი წყარო ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს მარათონზე.
დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება – გვესმოდეს იესოს ქადაგება უსაზღვრო სიყვარულსა და მშვიდობაზე. ის არის ჩემი მხსნელი და მთელი მსოფლიოს უდიდესი იმედი.
წყარო: www.InstalGod.tv