ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა ამჯობინა

by ელენე თანდაშვილი 1 ნოემბერი, 2021
1 ნოემბერი, 2021 204 ნახვა

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი დაიბადა 1799 წლის 30 მარტს პრუსიის ქალაქ ბრესლაუში (ვროცლავი, პოლონეთი). მამამისი ოქრომჭედელი იყო და ოჯახი მოელოდა, რომ მათი ვაჟიც რაიმე ხელობას ისწავლიდა, მაგრამ ფრიდრიხი იმდენად მოუხერხებელი გახლდათ, რომ გადაწყვიტა სხვა სფეროში ეცადა ბედი.

აშკარა იყო, რომ მას სწავლულის ცხოვრება უნდა აერჩია, რადგან უკვე 16 წლის ასაკში 19 ენას სწავლობდა. შესანიშნავად ლაპარაკობდა ინგლისურად, ბერძნულად, ფრანგულად, არაბულად და იტალიურად.

მიუხედავად ამისა, ბიჭი სკეპტიკოსი იყო და ამტკიცებდა, რომ მისთვის ისლამი უფრო მიმზიდველი იყო ქრისტიანობასთან შედარებით, მაგრამ პირადმა ურთიერთობამ ცნობილ და გავლენიან ღვთისმეტყველებთან: ფრიდრიხ შლაიერმახერთან, აუგუსტ ნეანდერსა და  სხვებთან უბიძგა მას, რომ ევანგელისტი ქრისტიანი გამხდარიყო. მან ნიკოლაი ლუდვიგ ცინცენდორფის (მორავიელთა ეკლესიის ეპისკოპოსი და რეფორმატორი, ღვთისმეტყველი) მოტო თავისად აქცია: „მე მხოლოდ ერთი ძლიერი გატაცება მაქვს და ეს იესოა, მხოლოდ ის.“

ფრიდრიხი ჰალეში დანიშნეს მასწავლებლად. მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა თავისი რაციონალისტი კოლეგებისგან, თუმცა ფრიდრიხის თბილმა ქრისტიანულმა სულმა დასძლია ცივი, ანალიტიკური აზროვნება: მთელი ფაკულტეტი ევანგელურ (სახარებისეულ) ქრისტიანობაზე მოექცა.

იმ დროისათვის სკეპტიციზმი და რაციონალიზმი ჭარბობდა გერმანიის უნივერსიტეტებში. წამყვანი გერმანელი ღვთისმეტყველები და მოაზროვნეები კრიტიკის ქარცეცხლში ხვევდნენ წმინდა წერილს. ფრიდრიხიც ვერ ასცდა ამგვარი აზროვნების გავლენას, მაგრამ ის, სხვა ღვთისმტყველთა მსგავსად, ერესში არ გადავარდნილა. ეს იმიტომ, რომ მას ჭეშმარიტად უყვარდა იესო ქრისტე.

ქრისტეს სიყვარულმა ფრიდრიხს შთააგონა, მთავარ მიზნად დაესახა ის, რომ სტუდენტებს დახმარებოდა მხსნელის მიმართ პიროვნული რწმენის შეძენაში. ის სტუდენტებს სადილად ეპატიჟებოდა და შემდეგ დიდხანს სეირნობდა მათთან ერთად. რამდენიმე მათგანი გამოჩენილი ღვთისმეტყველიც კი გახდა შემდგომ, მაგალითად, ჩარლზ ჰოჯი, რომელიც მას დიდი პატივისცემით იხსენებდა.

ფრიდრიხმა ბევრი წიგნი დაწერა. ყველაზე ცნობილია მისი კომენტარები იოანეს სახარების შესახებ. ეკლესიის ისტორიკოსი ფილიპ შაფი წერდა: „ის გახლდათ ბრწყინვალე გონების მქონე, მჭევრმეტყველი, ჭკუითა და იუმორით აღსავსე, პოეტური ადამიანი“.

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი გარდაიცვალა ჰალეში, 1877 წელს.

https://www.christianity.com/church/church-history/timeline/1701-1800/friedrich-tholuck-11630331.html


ამავე კატეგორიის

დევიდ უილკერსონი

11 მარტი, 2025

ნიკი კრუზი

5 მარტი, 2025

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

ულრიხ ცვინგლი

12 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები