დასაწყისში იყო სიტყვა | იოანეს სახარება 1:1-18

“დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

იყო კაცი, მოვლინებული ღვთისგან; სახელი მისი იყო იოანე.

იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს სოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს. იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი.

თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. ხოლო ვინც მიიღეს იგი და ირწმუნეს მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღვთისაგან.

სიტყვა ხორცი იქმნა და დამკვიდრდა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა.

მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. ღმერთი არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა.”

****************************************************

იოანეს სახარება 1:1-8

შემდეგ ნახეთ

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

მიმდინარეობს რეორგანიზაცია

გადაცემა მალე დაემატება