ეკლესია 2020-იან წლებში ეჯახება ბევრ გამოწვევას. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა არის ის, რომ თანამედროვე ქრისტიანი ახალგაზრდები ხდებიან უფრო და უფრო ნაკლებად პრინციპულები სულიერ საკითხებში და სულ უფრო ხშირად მიდიან ეკლესიიდან, თავს კი იმართლებენ შემდეგი პოპულარული ლოზუნგებით: „გულში უნდა გწამდეს“, „ეკლესია სავსეა თვალთმაქცობით და მან დაკარგა თავისი აქტუალურობა“, „ჩემი იქ საერთოდ არ ესმით“… ახალგაზრდებს არ უნდათ ეკლესიაში სიარული, რადგან მათთვის იქ ყოფნა მოსაწყენია და დარწმუნებულნი არიან, რომ მათ იქ ვერ უგებენ. ხოლო უფრო ზრდასრული ასაკის ადამიანები მიიჩნევენ, რომ ეს არის თანამედროვე თაობის სულიერების პრობლემა, რომ მათ არ აინტერესებთ ეკლესიაში ყოფნა და რომ მათ ჯერ უნდა „შეიცნონ ღმერთის სიყვარული.“ მაგრამ არსებობს კონტრშეკითხვაც: ვინ უნდა დაეხმაროს ახალგაზრდებს სულიერების ამაღლებაში, თუ არა ეკლესია? როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი? ეს და სხვა კითხვები ალექსანდრე შევჩენკოს დაუსვა წამყვანმა ოლეგ ბოკოვმა გადაცემაში „განხეთქილება თაობებს შორის“.
ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა
ქრისტიანული სიმღერების განხილვა
სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში