სიკვდილი შთაინთქა ძლევით – ჩარლზ სპრაული

ქრისტეს მიერ აღსრულებული საქმის, მისი აღდგომის მთავარი არსი ისაა, რომ ის გვაძლევს ახალ პიროვნებას, ის აღადგენს ჩვენში თავდაპირველად ჩადებულ ღვთის ხატებას და გვამზადებს საუკუნო სიცოცხლისათვის.

ქრისტეს მიერ აღსრულებული საქმის, მისი აღდგომის მთავარი არსი ისაა, რომ ის გვაძლევს ახალ პიროვნებას, ის აღადგენს ჩვენში თავდაპირველად ჩადებულ ღვთის ხატებას და გვამზადებს საუკუნო სიცოცხლისათვის.

 

პავლე მოციქული წერს:  

 

ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძთ ღვთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას. აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. ვინაიდან, ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს. ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: სიკვდილი შთაინთქა ძლევით.’“

 

სიკვდილი ჩაყლაპა, შთანთქა გამარჯვებამ.

 

„სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა? სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია; მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.“

მამა ღმერთმა, სულიწმიდის ძალით აღადგინა ქრისტე და აღადგინა არა უბრალოდ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, არამედ აღადგინა ჩვენთვის.

დიახ, ქრისტე იყო პირველი, ვინც ასე აღდგა მკვდრეთით, განდიდებულ მდგომარეობაში, თუმცა ის უკანასკნელი არ არის. ყველა, ვინც ქრისტე იესოშია, გაიზიარებს აღდგომის დიდებას. ეს არის ჩვენი იმედი. ეს არის ქრისტიანული რწმენის გული და ცენტრი.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში