ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ინტერვიუ

ყოფილი სატანისტი: „გაოცებული ვიყავი იმით, რომ ქრისტიანები ჰელოუინს ზეიმობდნენ“

by მარიამ გოგიჩაშვილი 28 ოქტომბერი, 2019
28 ოქტომბერი, 2019 20K ნახვა

ანტონ ლავეი, სატანის ეკლესიის დამაარსებელი ამბობდა: „კმაყოფილი ვარ, ქრისტიანი მშობლები შვილებს ეშმაკის თაყვანისცემის უფლებას წელიწადში, სულ ცოტა, ერთი დღით მაინც რომ აძლევენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰელოუინზე!“

ყოფილი სატანისტი ჯონ რამირესი ჰელოუინის შესახებ თავის დამოკიდებულებაზე საჯაროდ საუბრობს და ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ არ აღნიშნონ ეს დღე, რომელიც ერთი შეხედვით მხიარულებით არის აღსავსე, არამედ დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ატარებს ეს თრიღი კოსტიუმირებული ფასადის მიღმა:

„ეშმაკის მიმართ თაყვანისცემას ჩვენ სხვადასხვა გზებით ვესწრაფვით. ჰელოუინში რაიმე საზიანოს ვერაფერს ვხედავთ, იმიტომ, რომ ამ დროს ვერთობით: სახეებს ვიხატავთ, კოსტიუმებს ვიცვამთ, კარებს ვრთავთ, ეკლესიების შესასვლელებიც კი ირთვება ჰელოუინისთვის გოგრებით. ასეთი ქმედებით ეშმაკს უფლებას ვაძლევთ, თქვას: „ეს არის ჩემი ეკლესია.“

დემონურ წარმოდგენებს და რიტუალებს თუკი არ ვაწყობთ ან ადამიანებს არ ვწირავთ მსხვერპლად, ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოა ეს ყველაფერი. თუმცა იცით, რომ როგორც კი ჩაიცვამთ, იმის მიუხედავად, სახეს მოიხატავთ თუ კოსტიუმს მოირგებთ, მტრის ხელში ხართ?! ასეთი ქცევით თქვენი ნებით აძლევთ საკუთარ თავსა და შვილებს უფლებას, იზეიმოთ ეშმაკის დღესასწაული. თქვენ ეს-ესაა, შეთანხმება გააფორმეთ მტერთან და მათი სამოსში გამოწყობით და იდენტობის შეცვლით თქვენი შვილების სულიერ მსხვერპლშეწირვას აკეთებთ.

იდენტობის დაკარგვა

მახსოვს 1987 წლის 31 ოქტომბერი, პლანეტაზე ყველაზე ჯოჯოხეთური ქორწილი იყო. მე და ჩემმა საცოლემ გადავწყვიტეთ, ჰელოუინის დღეს დავქორწინებულიყავით, დემონური რიტუალის დროს, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა; ქორწილის ზარები ჯოჯოხეთის კარამდე ისმოდა.

ჩვენთვის, ეშმაკის თაყვანისმცემლებისთვის, ჰელოუინი განსაკუთრებული დღე იყო; ველოდით, როდის ვიზეიმებდით, რადგან კარგად ვიცოდით ამ ღამის გავლენისა და ბნელი ძალების შესახებ. ეს ბნელ, მაგიურ სამყაროში ყველაზე განსხვავებული დღეა. მორწმუნეებს ასე შევეკითხებოდი: „რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის წითელი პარასკევი ან აღდგომა?“ ჰელოუინს ასეთი წონა და მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც სიბნელის მხარესაა.

მახსოვს დღეები, სანამ ჰელოუინი დადგებოდა… ჩვენ, ეშმაკის თაყვანისმცემლებს, ინსტრუქცია გვქონდა, რომელიც უნდა შეგვესრულებინა, და ვიცოდით, რომ წინ გრძელი ღამე გველოდა. დღის განმავლობაში უნდა გამომეძინა, რათა შუაღამისას მზად ვყოფილიყავი და შემძლებოდა, ჯოჯოხეთისთვის კარი გამეღო ამ სამყაროში შემოსასვლელად.

ზოგიერთმა ეკლესიამ სახელ „ჰელოუინის“ გამოყენებაზე უარი თქვა და მას „მკა, მოსავლის აღება“ დაარქვა. საზეიმოდ გამოწყობილები ტკბილეულს ცვლიდნენ ვაშლებში. გულს მიმძიმებს ამ ყველაფრის გახსენება. ამ დღესასწაულის მოცილებით არაფერი იცვლება, მთავარია, გონებიდან მოვიცილოთ ეს შემეცნება.

ცალკეული საერო დღესასწაულები შეიძლება საევანგელიზაციო მიზნებისთვის გამოიყენონ, რათა სულები გადაარჩინონ; როგორც მსახური, ესაა ის, რასაც გავაკეთებდი: ამ დღეს ბიბლიური ფილმების ღამედ გადავაქცევდი ბატიბუტითა და წვენებით. დავპატიჟებდი მეგობრებსა და ოჯახებს, რომლებიც მორწმუნეები არ არიან. ჩემი მიზანი იქნებოდა, ჰელოუინის წარმოშობისა და მისგან მომავალი საფრთხის შესახებ ინფორმაცია გამევრცელებინა და შემდეგ დიდებული ფილმის ჩვენების საღამო მომეწყო, ღმერთის, მისი სიყვარულისა და ჯვარცმის შესახებ სწავლებით. ბოლოს საკურთხევლიდან მივმართავდი ხალხს, დასამახსოვრებელი დღე იქნებოდა.

ერთადერთი დღესასწაული მკისა, რომელიც უნდა აღვნიშნოთ, ესაა სულების მკის დღესასწაული. მრავალთათვის, ვინც ჰელოუინს აღნიშნავს, ეს ზეიმი პირველ ნოემბრამდე გრძელდება, რომელიც გარდაცვლილთა დღედაა ცნობილი, ან ყველა წმინდანის დღედ, თუმცა ამაში წმინდა არაფერია, ეს დემონური დღეა.

გაოცებული ვარ, როგორ აიტაცა სამყარომ ეს დღესასწაული, რადგან „ყველა წმინდანის დღე“ მაცდურად ჟღერს. ჩვენს გონებაში ეს წმინდა დღეა, თუმცა ეს ასე არ არის. ეს დღე მთელ სამხრეთსა და ცენტრალური ამერიკის კონტინენტზე და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის შტატებშიც აღინიშნება. ესპანურ კულტურაში ამ დღეს „Día de Muertos“ გარდაცვლილთა დღე ჰქვია, რომელსაც რიტუალებით, ცერემონიებით და საფლავებზე გასვლით აღნიშნავენ. ამ ყველაფრის ნახვა თავადაც შეგიძლიათ Youtube-ზე. ამ დღესასწაულს სიწმინდესთან საერთო არაფერი აქვს.

როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ სიბნელეს? იესოს შესახებ კეთილი უწყების გავრცელებით. ბიბლიაში ღმერთი მორწმუნეებს „წმინდებს“ უწოდებს. ეს ტერმინი მიანიშნებს, რომ ჩვენ ქრისტეს სისხლით, მისი ჯვარზე გაკვრით განვიწმინდეთ.

მე, მაგალითად, როგორც მსახური, ყველა წმინდანის დღეს გამოვიყენებდი, რათა ჩემი ხსნის, ჩემი ოჯახისა და საყვარელი ადამიანების ხსნის დღე აღმენიშნა. ამ დღეს ჩემს ეკლესიაში აღვნიშნავდი სამახარებლო მიზნების გამო, რათა ურწმუნო ადამიანებს დამოწმებები მოესმინათ ღმერთის სიკეთის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ცხოვრება.

ამ ღამით მრავალი სულის გადარჩენით ეშმაკს დავსჯით, იესოს ქრისტეს სახელით.”

წყარო:https://www.destinyimage.com


ამავე კატეგორიის

ბილი გრემისა და ლარი კინგის დიალოგი სიკვდილის შესახებ...

26 აგვისტო, 2021

ლორენ დეიგლი Hold On To Me-ს გადაღების შესახებ

12 მაისი, 2021

„სომხეთს პანდემია და ომი ერთდროულად დაატყდა თავს“ –...

29 აპრილი, 2021

ყოფილი სატანისტი მლოცველ ქრისტიანებზე: „მათ ჰქონდათ ძალა“

13 აპრილი, 2021

„ხელახლა რომ შეგეძლოთ ყველაფრის გაკეთება, როგორ მოიქცეოდით?“ –...

5 იანვარი, 2021

ინტერვიუ რიჩარდ და საბინა ვურმბრანდებთან

5 ივლისი, 2017

ინტერვიუ „მის უკრაინა 2007“ ლიკა რომანისთან

15 მაისი, 2016

ინტერვიუ ცნობილ ქრისტიან მახარებელთან, ნიკი კრუზთან

13 დეკემბერი, 2014

ინტერვიუ მაიკლ სმიტთან

4 სექტემბერი, 2014

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    ღმერთი მოწყალეა

    16 აპრილი, 2021
  • 5

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები