ფილმი, სახელწოდებით „ქრისტეს მუსიკა“ ყველა ჟანრის ქრისტიან მომღერლებს აერთიანებს, რომლებიც ღიად საუბრობენ ქრისტიანული მუსიკის ინდუსტრიაში აქამდე უცნობ ფაქტებზე.
ფილმი „Erwin Brothers“-ის ხელმძღვანელობით გადაიღეს, რომლის მთავარი მიზანია, უფრო ნათელი გახადოს ცნობილი ქრისტიანი შემსრულებლების საქმიანობა: მათი სხვადასხვა გამოწვევა, სირთულე, მარცხი, თავგანწირვა და მიზნისკენ სწრაფვა, რაც დიდი მოტივაცია იქნება როგორც მაყურებლებისთვის, ისე თავად მუსიკოსებისთვისაც.
ფილმთან დაკავშირებით, მომღერალი მაიკლ სმიტი აღნიშნავს: „ქრისტიანული მუსიკის ისტორია იმდენად საინტერესოა, რომ აუცილებლად უნდა მოეყოლა ვინმეს. ეს კი ძმებმა ერვინებმა შეძლეს ამ ფილმის მეშვეობით. ისინი 2-3 წლის წინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავდნენ; მკითხეს, შევძლებდი თუ არა, რომ აღნიშნული ფილმის აღმასრულებელ პროდიუსერად მემუშავა მათთან ერთად. მე მათ მტკიცე თანხმობა განვუცხადე. საინტერესოა ადამიანების ისტორიის მოსმენა, თუ რა სირთულეებს გადიან ისინი. პატივისცემას გამოვხატავ ყველა იმ ხელოვანის მიმართ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ფილმში და საკუთარი ცხოვრების მტკივნეული დეტალებიც კი გაგვიზიარა. სწორედ ეს მატებს ფილმს ხიბლსა და ავთენტურობის შეგრძნებას.“
ფილმში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ქრისტიანი მომღერლები, როგორებიც არიან: ტობიმაკი, ემი გრანტი, სტივენ კურტის ჩეპმანი, ლორენ დეიგლი, for KING & COUNTRY, კირკ ფრანკლინი, მაიკლ სმიტი და სხვები.