ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კულტურა

დოკუმენტური ფილმი „ღმერთის პოვნა მეცნიერების ეპოქაში“ აშშ-ის კინოთეატრებში 19 ნოემბრიდან გამოვა

by მარიამ გოგიჩაშვილი 26 ოქტომბერი, 2020
26 ოქტომბერი, 2020 247 ნახვა

აშშ-ის კინოთეატრებში, Fathom Event-ის ფარგლებში, 19 ნოემბერს დოკუმენტური ფილმის – „დინების საწინააღმდეგოდ: ღმერთის პოვნა მეცნიერების ეპოქაში“ – პრემიერა გაიმართება.

ამერიკელი მსახიობი კევინ სორბო, რომელიც ცნობილია თავისი როლებით, ფილმებიდან: „ჰერკულესი“ და „ღმერთი არ არის მკვდარი“, აპირებს დაამტკიცოს, რომ მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ამ საქმეში სორბოს შეუერთდება მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ოქსფორდის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი ჯონ ლენოქსი. ისინი ერთად შეეცდებიან, ახალ დოკუმენტურ ფილმში გამოააშკარაონ თეოლოგიური და მეცნიერული მტკიცებულებანი ღმერთის შესახებ.

სორბო და ლენოქსი იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ფილმი საფუძვლიან პასუხებს გასცემს უამრავ კითხვას და დაეხმარება ქრისტიანებს საკუთარი რწმენის დაცვაში. ასევე დაანახვებს მათ მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებულ დიდ კავშირს.

ფილმიდან „ღმერთი არ არის მკვდარი“, მსახიობი იხსენებს ათეისტისა და სტუდენტის საუბრის მონაკვეთს: „როგორ შეიძლება იყო გაბრაზებული რაიმეზე, რისიც საერთოდ არ გწამს?!“ – ყოველთვის მიყვარდა ეს სიტყვები, რადგან მათი ჭეშმარიტება აშკარაა.

„უდიდესი რამ, რაც ქრისტიანებს უკან გვწევს, არის თავდაჯერებულობის ნაკლებობა მაშინ, როდესაც ადამიანები ღმერთსა და მეცნიერებაზე გვისვამენ კითხვებს. აპოლოგეტიკა ამასთან გასამკლავებლად საუკეთესო გზაა, სწორედ ამას აკეთებს ჯონიც. მას აქვს ნიჭი, უპასუხოს ყოველი ათეისტის არგუმენტს სიყვარულით, სიკეთითა და ლოგიკით. ეს მეთოდები კი გასაოცრად ეფექტურია.“  – აცხადებს სორბო.


ამავე კატეგორიის

ახალი ქრისტიანული ფილმი „Father Stu“ ეკრანებზე ამ გაზაფხულს...

15 თებერვალი, 2022

ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი ახალი ფილმის გადასაღებად...

31 იანვარი, 2022

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის დებიუტი 2 სექტემბერს...

26 იანვარი, 2022

2022 წელს სერიალ „რჩეულის“ მე-3 ნაწილის გადაღება დაიწყება

28 დეკემბერი, 2021

ვირტუალური საშობაო ღონისძიება: „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“

21 დეკემბერი, 2021

კლაივ ლუისზე გადაღებულმა ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა

15 ნოემბერი, 2021

GMA Dove Award-ის ცერემონიაზე ქრისტიან მომღერლებს ჯილდოები გადასცეს

1 ნოემბერი, 2021

აშშ-ის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი – „ქრისტეს მუსიკა“...

7 ოქტომბერი, 2021

ახალი ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა

23 სექტემბერი, 2021

ახალი დოკუმენტური ფილმი ქრისტიანული მუსიკის შესახებ კინოეკრანებზე ოქტომბერში...

30 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები