ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კულტურა

„რჩეული“ ‒ ახალი სერიალი იესოს ცხოვრებაზე, რომლის შემქმნელიც „სამეფო კარის თამაშების“ რეკორდის მოხსნას აპირებს

by თამუნა ბაღდავაძე 11 მაისი, 2020
11 მაისი, 2020 2.1K ნახვა

VidAngel Studios-ს მიერ გადაღებული The Chosen („რჩეული“) არის პირველი მრავალსეზონიანი ფილმი ქრისტეს ცხოვრების შესახებ. მან უკვე გააოცა ჰოლივუდი თავისი დაფინანსების მეშვეობით, რომლითაც ყოველგვარი რეკორდი მოხსნა.

მრავალმა ადამიანმა მიმართა სერიალს სიმშვიდისა და იმედის ძებნის პროცესში და დაიწყო მისი ყურება. დალას ჯენკინსი, ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, ბზობის შემდეგ აჩვენებდა ყოველდღე, საღამოს 9 საათზე ყოველ ახალ სერიას პირდაპირი ჩართვით „ფეისბუკსა“ და „იუთუბზე“.

დალას ჯენკინსი ‒ რეჟისორი და პროდიუსერი ფილმის რამდენიმე ჯილდოს მფლობელია. მას აქვს ნამუშევარი ჰოლივუდის ისეთ სტუდიებთან, როგორებიცაა Warner Brothers, Lionsgate, და Universal. მისი ბოლო პროექტის იდეა The Chosen წარმოიშვა მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემდეგ, რომელიც მან თავისი საეკლესიო მსახურებისთვის გადაიღო წინასაშობაოდ, 2 წლის წინ.

იმისათვის, რომ მოეგროვებინათ თანხა The Chosen-ისთვის, ფილმის წარმოების მზარდმა გუნდმა გადაწყვიტა, ესარგებლათ crowdfunding-ით. ეს არის ონლაინდაფინანსების ფორმა, რომელშიც პროექტით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აქციების ყიდვა. თანხის პირველი მოკრებისას, 2019 წელს, მათ 10 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვეს 15 000-ზე მეტი აქციონერისგან.

The Chosen-ის უწყება სიყვარულისა და ხსნის შესახებ უკვე ნახეს 5 მილიონზე მეტჯერ მთელ მსოფლიოში, ის აჩვენეს 180 ქვეყანაში, სირიის, ერაყისა და ირანის ჩათვლით, სადაც რელიგიური შევიწროება მძვინვარებს. ფილმი 5 000-ჯერ იქნა ჩამოტვირთული ჩინეთში; 3 000-ჯერ მალაიზიაში, და 2000-ჯერ საუდის არაბეთში. ამჟამად ფილმი 70 ენაზე ითარგმნება.

აი, 4 რამ, რაც უნდა იცოდეთ სერიალ „რჩეულის“ შესახებ:

  1. ის განსხვავებულია… კარგი გაგებით.

„რჩეული“ ჰგავს ერთ-ერთ ქრისტიანულ ფილმს „აღმდგარს“ (Risen), ორივე ფილმი გვიამბობს რადიკალურ ცვლილებათა და გარდაქმნის ისტორიებს, თუმცა „აღმდგარი“-სგან განსხვავებით, რომლის მთავარი გმირი გამოგონებული პერსონაჟია, „რჩეული“ წარმოგვიდგენს რეალურ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც იცნობდნენ ქრისტეს. პირველ ოთხ სერიაში ჩვენ ვეცნობით მათეს, პეტრეს და მარიამ მაგდალინელს. ვხედავთ და ვაკვირდებით მათი ემოციებისა და პიროვნებების განვითარებას სერიიდან სერიამდე.

„ჩვენ გვაქვს დრო, რომ ვაქციოთ ეს პერსონაჟები ადამიანებად და გავატაროთ მათთან ერთად დრო.“ ‒ თქვა ჯენკინსმა Crosswalk-თან ინტერვიუში.

  1. ფილმის პერსონაჟები ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანებისთვის გასაგები და ახლონი არიან.

შესაძლოა, თქვენ გააიგივოთ საკუთარი თავი პეტრესთან, მათესთან ან იქნებ მარიამ მაგდალინელთან. სერიალ „რჩეულთან“ ერთად თქვენ ხედავთ თქვენს ნაკლოვანებებსა და შინაგან ბრძოლას პერსონაჟებში. ხედავთ, თუ როგორ ეძებდნენ ისინი მიზანს თავიანთ ცხოვრებაში ქრისტეს გამოჩენამდე, და ხედავთ, როგორ გარდაიქმნება მათი ცხოვრება ამის შემდგომ ქრისტეს მეშვეობით. ეს არის ის დამოწმება, რომლის გაზიარებაც ნებისმიერ ქრისტიანს შეუძლია.

„ეს არის აბსოლუტური მიზანი.“ ‒ თქვა ჯენკინსმა. ‒ „ჩვენ გვჯერა, რომ თუ შეგიძლიათ ქრისტეს დანახვა იმ ადამიანების თვალებით, რომლებიც რეალურად იცნობდნენ მას და თუ შეგიძლიათ, თქვენი თავი გააიგივოთ ამ ადამიანებთან, მაშინ თქვენ შესაძლოა, იმავენაირად მოექცეთ ზეგავლენის ქვეშ და ისევე შეიცვალოთ, როგორც ისინი შეიცვალნენ ერთ დროს. თქვენ ამბობთ: ‘კარგი, მე შემიძლია გავაიგივო ჩემი თავი ბრძოლასთან, შესაბამისად, შემიძლია, გავაიგივო თავი გამარჯვებასთანაც.’ და სწორედ ეს ხდის ფილმს უფრო ძლიერს და გავლენიანს.“

  1. ეს არის წმინდა წერილისა და მხატვრული ფილმის კომბინაცია.

„რჩეული“ მოიცავს სცენებსა და დიალოგებს პირდაპირ წმინდა წერილიდან, თუმცა მასში არის აგრეთვე ისეთი სცენები და დიალოგები, რომლებიც არ არის მოცემული ბიბლიაში. პირველ კადრში, მაყურებლები იგებენ, რომ „ფილმი დაფუძნებულია იესო ქრისტეს სახარებების რეალურ ისტორიებზე.“ ზოგიერთი ადგილი და დროებრივი სკალა გაერთიანებულია და ზოგიერთი შემცირებული, ხოლო ზოგიერთი წინარეისტორია, პერსონაჟი და დიალოგი ‒ დამატებული. თუმცა ყველა ბიბლიური და ისტორიული კონტექსტი და ნებისმიერი მხატვრული წარმოსახვა იმისათვისაა წარმოდგენილი, რომ მხარი დაუჭირს წმინდა წერილის ჭეშმარიტებასა და განზრახვას.

„ეს პროექტი შემუშავებულ იქნა იმისათვის, რომ გააძლიეროს ჩვენი სიყვარული წმინდა წერილისადმი, მეტად მიგვიზიდოს მისკენ და გააცოცხლოს ის ისტორიები, რომლებიც ასე ხშირად გვაქვს მოსმენილი.“ ‒ თქვა ჯენკინსმა.

  1. ის ხალხის მიერ დაფინანსებულია.

„რჩეული“ არ დაფინანსებულა ჰოლივუდური სტუდიების მიერ. ის 15 000-ზე მეტმა ინვესტორმა დააფინანსა, რომელთაც მოაგროვეს 10 მილიონ დოლარზე მეტი, სერიალის შექმნისთვის. კომპანია VidAngeli კი ახორციელებს მის გავრცელებას.

ხალხის მიერ დაფინანსების კამპანია იმდენად წარმატებული იყო, რომ იგი ისეთ ცნობილ გასართობ საიტებზეც გაშუქდა, როგორიცაა, მაგალითად, The Hollywood Reporter. ეს იყო ყველაზე წარმატებული სატელევიზიო crowdfunding კამპანია, რომელმაც Mystery Science Theater 3000-საც აჯობა ( $5,8 მლნ.). ფილმებში რეკორდის მფლობელი კი გახლდათ Veronica Mars ( $5,7 მლნ.).

„ეს არის ისეთი ქრისტიანული ფილმი, რომელსაც შენი ის მეგობრებიც კი უყურებენ, რომელთაც არ უყვართ ქრისტიანული ფილმები. ფილმს აქვს ორიგინალური იდეები, ჩამთრევი სიუჟეტური ხაზები, დამაჯერებელი დეკორაციები და მიმზიდველი, თანამედროვე ხარისხი, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი სერია იწყება ახალი წელთაღრიცხვის 28-ე წლიდან. ფილმი აცოცხლებს ტრადიციებს, სურათებს და იმ წმინდანებს, რომლებსაც დღევანდელი ქრისტიანები ყველაზე უკეთ იცნობენ ბიბლიიდან. დილით, პირველი ორი სერიის ყურების შემდეგ, იესოზე ფიქრით გავიღვიძე. გასულ ღამეს ავიღე ბიბლია და გადავიკითხე ის მუხლები, რომლებიც მეოთხე სერიაშია გაცოცხლებული. გავიღვიძე იმის ინტერესით, თუ რა მოხდებოდა შემდეგ.“ ‒ წერს კანადელი ჟურნალისტი დოროთი კამინგს მაკლინი თავის ბლოგში და მკითხველებს სერიალის ნახვას ურჩევს.

სერიალ „რჩეულის“ შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მოაგროვებენ საკმარის თანხას 7-ვე სეზონის გადასაღებად და მოხსნიან რეკორდს, რომელსაც „სამეფო კარის თამაშების“ მილიარდი მნახველის რეკორდს უწოდებენ.

ჯენკინსისა და მისი გუნდის გულწრფელი დაჯერებულობის გათვალისწინებით ცხადია, რომ ეს არ არის ფულის გამო, არამედ იმის გამო, რომ მილიონობით ადამიანს გააცნოს იესო ნაზარეველი ახლებურად.


ამავე კატეგორიის

ახალი ქრისტიანული ფილმი „Father Stu“ ეკრანებზე ამ გაზაფხულს...

15 თებერვალი, 2022

ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი ახალი ფილმის გადასაღებად...

31 იანვარი, 2022

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის დებიუტი 2 სექტემბერს...

26 იანვარი, 2022

2022 წელს სერიალ „რჩეულის“ მე-3 ნაწილის გადაღება დაიწყება

28 დეკემბერი, 2021

ვირტუალური საშობაო ღონისძიება: „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“

21 დეკემბერი, 2021

კლაივ ლუისზე გადაღებულმა ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა

15 ნოემბერი, 2021

GMA Dove Award-ის ცერემონიაზე ქრისტიან მომღერლებს ჯილდოები გადასცეს

1 ნოემბერი, 2021

აშშ-ის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი – „ქრისტეს მუსიკა“...

7 ოქტომბერი, 2021

ახალი ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა

23 სექტემბერი, 2021

ახალი დოკუმენტური ფილმი ქრისტიანული მუსიკის შესახებ კინოეკრანებზე ოქტომბერში...

30 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები