მსახიობი კირკ კამერონი და წარმატებული ქრისტიანი რეჟისორები ძმები კენდრიკები ახალი ფილმის გადასაღებად გაერთიანდნენ, სახელწოდებით „Lifemark“. ამასთან დაკავშირებით გასულ კვირას, ვაშინგტონში, აბორტის საწინააღმდეგოდ გამართულ „სიცოცხლის მარშის“ შეკრებაზე განაცხადეს, რომელსაც სიცოცხლის მხარდამჭერი აქტივისტები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
ფილმი შეეხება შვილად აყვანის თემას და იმას, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ შეგვიძლია – ერთმანეთის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და გვიამბობს 18 წლის ნაშვილები ბიჭის შესახებ, რომელიც პირველად ხვდება საკუთარ ბიოლოგიურ მშობლებს.
„ერთმა ადამიანმა თავისი პირადი ისტორია გამიზიარა დოკუმენტური ჩანაწერების სახით. სწორედ ამან შთამაგონა, შემექმნა ეს ფილმი. აღნიშნული საკითხი ჩემთვის ძალზე ნაცნობია. ჩემი მეუღლეც ნაშვილებია, ჩვენ თავად 4 ბავშვი ვიშვილეთ.“ – აცხადებს სცენარის ავტორი და მსახიობი კირკ კამერონი.
ძმები კენდრიკების თქმით, ეს ფილმი დროული და აქტუალურია.
შეგახსენებთ, რომ ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი 2008 წელს შექმნილ ფილმ „ცეცხლგამძლე“-ს შემდეგ, პირველად ერთიანდებიან ახალი ფილმის გადასაღებად. ძმები კენდრიკების ცნობილი ფილმებია: „ცეცხლგამძლე“, „მამაცნი“, „ომის ოთახი“.