ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ავღანეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ქრისტიანთა დევნის მხრივ

by ნინო ხუროშვილი 25 იანვარი, 2022
25 იანვარი, 2022 164 ნახვა

ავღანეთმა ჩრდილოეთ კორეა ჩაანაცვლა პირველ ადგილზე და ქრისტიანებისათვის ყველაზე საშიში ქვეყანა გახდა მსოფლიოში, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში. ორგანიზაცია Open Doors-ის მიხედვით, ავღანეთი N1-ლი ქვეყანაა, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად იდევნებიან. მას მოჰყვება ჩრდილოეთ კორეა, სომალი, ლიბია და იემენი. ქრისტიანთა დევნით გამოირჩევიან ასევე ირანი, ერაყი და ჩინეთი.  

სიაში დასახელებულ ქვეყანათა უმრავლესობა სამხრეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს. ავღანეთმა პირველად გადაინაცვლა პირველ ადგილზე. მანამდე, წლების განმავლობაში, დევნის მხრივ ჩრდილოეთ კორეა ლიდერობდა.

ავღანეთში ქრისტიანული რწმენის ხმამაღლა აღიარება შეუძლებელია. ისლამზე უარის თქმა სირცხვილად მიიჩნევა, ხოლო ახალმოქცეული ქრისტიანები სასტიკი დევნის მსხვერპლნი ხდებიან. მათ ორი არჩევანი აქვთ: ან ქვეყანა უნდა დატოვონ, ან სიკვდილისთვის მოემზადონ. ასე იყო მანამდეც, სანამ ქვეყანაში მმართველობის სადავეებს თალიბანი ჩაიგდებდა ხელთ, თუმცა სიტუაცია ახლა კიდევ უფრო გაუარესდა. თალიბანს სურს, რომ ისლამურმა წეს-ჩვეულებებმა მტკიცედ გაიდგას ფესვი. ქრისტიანებიც იძულებულნი არიან, დაემორჩილონ ამ წესებს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადამიანის ქრისტიანული რწმენის შესახებ გამჟღავნდება, ოჯახის წევრები, ტომი თუ კლანი ვალდებულნი არიან, გააძევონ იგი ან სიკვდილით დასაჯონ. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ისლამზე უარის თქმა სიგიჟედ მიიჩნევა, ქრისტიანობაზე მოქცეულები შესაძლოა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსონ.

Open Doors-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კერიმ, Christian Headlines-ს განუცხადა, რომ ეს ორგანიზაციის ანგარიშების ისტორიაში ყველაზე „მკვეთრი ცვლილებაა“, რადგან ჩრდილოეთ კორეა იმიტომ კი არ გადასულა მეორე ადგილზე, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, პირიქით, ავღანეთში გაუარესდა სიტუაცია.

„ავღანეთში ქრისტიანისთვის შეუძლებელია საკუთარ რწმენაზე ხმამაღლა საუბარი.“ – ნათქვამია ანგარიშში.

„თალიბანის დაპირებები უფრო თავისუფალი საზოგადოების შექმნასთან დაკავშირებით, არ გამართლდა. დღეისათვის 4 მლნ ბავშვია სკოლის გარეშე დარჩენილი, მათგან 60% გოგონაა. დაპირება არ შესრულდა.“ – ამბობს დევიდ კერი.

კერის თქმით, „გადამწყვეტი ნაბიჯები“ უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ შეწყდეს „რელიგიური გენოციდი“ ქრისტიანების მიმართ. ორგანიზაციის ჩამონათვალში ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც მთავრობები დაამხეს ექსტრემისტებმა და თავად მოვიდნენ სათავეში. ავღანეთი, სომალი, ერიტრეა და ლიბია ამის მაგალითებია.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 4

    უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

    2 თებერვალი, 2022
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები