ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

აზერბაიჯანელი და სომეხი ქრისტიანები ყარაბაღის კონფლიქტით დაზარალებულებს ეხმარებიან

by ნინო ხუროშვილი 2 ნოემბერი, 2020
2 ნოემბერი, 2020 267 ნახვა

მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო. დანგრეულია ათასობით სახლი და სხვადასხვა დანიშნულების შენობები. მედიასაშუალებების ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობამ ორივე მხრიდან 5 ათასს გადააჭარბა. სომეხი და აზერბაიჯანელი ქრისტიანები ეხმარებიან ომის შედეგად დაზარალებულებს. ბაქოსა და ერევნის „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიების ჯგუფები მიდიან საომარ მოქმედებათა ზონაში და საკვებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ იქ მყოფ ადამიანებს.

„ეკლესია ლოცულობს და მარხულობს ომის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისათვის. მრავალი წელია, ვლოცულობთ ამ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის. დიდი ხანა, რაც საკვებს ვურიგებთ უსახლკარო ადამიანებს და ასეთ რთულ პერიოდშიც ვაგრძელებთ ამ მსახურებას. ახლა ვეხმარებით იმ ოჯახებს, რომლებიც სროლაში მოყვნენ. მათ დაკარგეს ახლობლები, შვილები, ოჯახის მარჩენლები. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, ქრისტიანები უნდა დავეხმაროთ მათ.“ – თქვა БОГ.NEWS-თან საუბრისას იუსიფ ფარხადოვმა, აზერბაიჯანის „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიის უფროსმა ხუცესმა. 

ერევნის „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესია კონფლიქტის გამწვავების დროიდან ეხმარება დაზარალებულებს. ეკლესიამ 150-მდე ბავშვი და მათი დედები გაიყვანა საომარ მოქმედებათა ზონიდან და მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ქრისტიანებს რეგულარულად მიაქვთ წყალი და პირველადი მოხმარების ნივთები. 24 ოქტომბრიდან ეკლესიაში 24-საათიანი ლოცვა მიმდინარეობს მშვიდობისათვის. 

 „ჩვენ იმას ვაკეთებთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ: ვლოცულობთ, ვმარხულობთ და ბავშვები გამოგვყავს საომარი ზონიდან. ჩვენი ეკლესიის წევრები ამბობენ, რომ შეუძლიათ შეიფარონ საომარ ზონაში მცხოვრები ადამიანები.“ – განაცხადა სომხეთის „სიცოცხლის სიტყვის“ უფროსმა ხუცესმა, არტურ სიმონიანმა. მისივე სიტყვებით, ეკლესიის წევრები 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან დაზარალებულებს. „ბევრი ადამიანი იღუპება ორივე მხარეს. ჩვენი ეკლესიის წევრებიდან მეექვსე ახალგაზრდა დავკრძალეთ უკვე. ძალიან ვწუხვარ… თავზარდამცემია ის, რომ ვეჩვევი დაკრძალვაზე ყოფნას, დაჭრილების მონახულებას. მეშინია იმის, რომ უკვე ვეღარ ვგეგმავ დღეს, არამედ დღე გეგმავს ჩემს ცხოვრებას. დილით ვიღვიძებ და არ ვიცი, რის გაკეთება იქნება საჭირო: დაჭრილებთან წასვლა თუ მგლოვიარე დედასთან.“ – თქვა სიმონიანმა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს კონფლიქტის დაწყების შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის სამ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა არ შეუსრულებიათ. ბოლო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალაში 27 ოქტომბერს, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლიდან მალევე, მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშულეს.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები