ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ალექსანდრე შევჩენკომ უფროსი ხუცესის პოზიცია დატოვა

by ნატალია ჩიქოვანი 29 ივლისი, 2021
29 ივლისი, 2021 444 ნახვა

ცნობილი მქადაგებელი, საერთაშორისო მსახურება „ASIM“-ის ხელმძღვანელი, აშშ-ში, ქალაქ საკრამენტოში რუსულენოვანი ეკლესიის („Дом Хлеба“) დამფუძნებელი და უფროსი ხუცესი, ალექსანდრე შევჩენკო 47 წლის ასაკში დაკავებულ პოზიციას ტოვებს.

მრავალრიცხოვანი ეკლესიის ახალი უფროსი ხუცესი ახალგაზრდა ღვთისმსახური, ედუარდ კისლიანკა იქნება. მსახურების გადაცემის ცერემონია 1-ელ აგვისტოსაა დაგეგმილი.

ხუცეს ალექსანდრეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მრევლისთვის, თუმცა თავად „Дом Хлеба“-ში 17-წლიანი მსახურების შემდეგ ამბობს, რომ ყოველთვის იცოდა ამ დღის შესახებ. ის ემზადებოდა ესტაფეტის გადასაცემად და ლოცულობდა, რომ ღმერთს აერჩია ახალი ლიდერი. ეკლესიის სულიერ საბჭოსთან და ედუარდთან შეთანხმების შედეგად, მან 2020 წელს გადააბარა ახალ ლიდერს მართვის სადავეები და ამ დროის განმავლობაში ადმინისტრაციულ საქმეებში უმნიშვნელოდ იყო ჩართული. ერთი წლის შემდეგ კი მან უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ეკლესიის წინამძღოლობას ახალ ლიდერს გადასცემდა.

„ის, რამაც მე დამიდასტურა, რომ ამ პროცესის უკან ნამდვილად ღმერთი იდგა, იყო მომენტი, როდესაც ედუარდს ვკითხე, რას ფიქრობდა და როგორ ხედავდა თავს ამ როლში; მისი რეაქცია იმდენად მშვიდი და გაწონასწორებული იყო, რომ ამან ჩემშიც მშვიდობა მოიტანა. მან მითხრა: 'ყველაფერი ღმერთის ხელშია. ეს ღმერთის ეკლესიაა, რასაც ჩვენ ვასწავლით კიდეც მთელი 15 წლის განმავლობაში.‘“ – ამბობს შევჩენკო.

„მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი იყო ღმერთის ჩანაფიქრში. ეს იყო ღმერთის ნება არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ ღმერთის ნება ჩემს ცხოვრებაშიც. ალექსანდრე ყოველთვის საუბრობდა ეკლესიაზე, ადამიანებზე, ხედვაზე. მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის ერთი რამის ირგვლივ ტრიალებდა, ის ყოველთვის ბევრს ფიქრობდა და საუბრობდა ადამიანებზე, ამიტომ მისი ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო მოულოდნელი და შოკის მომგვრელი.“ – განაცხადა ედუარდმა.

ალექსანდრე შევჩენკომ საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი „ესტაფეტის გადაცემა“, სადაც იგი დეტალურად აღწერს თავის გზას გადაწყვეტილების მიღებამდე და ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც საუბრობს. ფილმში ეკლესიის სულიერი საბჭოს წევრები და ედუარდიც იღებენ მონაწილეობას. ეს ფილმი ერთგვარი ახსნა-განმარტება და დამშვიდობება იყო ეკლესიის წევრებისადმი უფროსი ხუცესის რანგში. რა თქმა უნდა, იგი კვლავ აპირებს, გააგრძელოს ღვთისადმი მსახურება მქადაგებლის მოწოდებაში.

როგორც ხუცესი ალექსანდრე ფილმში აღნიშნავს, მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ენობრივი ბარიერი და კულტურული მომენტები გახდა. ეკლესიის მრევლი, ძირითადად, ამერიკაში ემიგრირებული სლავური წარმოშობის ხალხია, რომელთა უმეტესობაც ამერიკაში გაიზარდა, ამას ემატება ახალგაზრდა თაობა, რომლებმაც აღარც მშობლიური ენა იციან და ამავდროულად, დასავლური კულტურის ნაწილად მიიჩნევენ თავს. ამიტომ ხუცესის აზრით, აუცილებელი იყო ლიდერის ცვლილება, რათა არ დაეკარგათ მომავალი თაობა და ეკლესია გაეხადათ უფრო მეტად მულტიკულტურული.

„ჩვენ უკვე 25 წელია, რაც ქორწინებაში ვიმყოფებით და ეს 25 წელი, ფაქტობრივად, ერთად ვმსახურობთ. ამ დროის განმავლობაში მე ვისწავლე ღმერთზე მინდობა და ვისწავლე მინდობა ჩემს მეუღლეზე. ჩვენ ამაზე მრავალი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. ეს არის განვითარების ბუნებრივი პროცესი ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფისთვის, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება.“ – ამბობს ალექსანდრე შევჩენკოს მეუღლე, ჟანა შევჩენკო.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე შევჩენკო მსოფლიოში ცნობილი მქადაგებელი, ღვთის სიტყვის მასწავლებელი, სპიკერი, რელიგიური ტელეპროგრამებისა და წიგნების ავტორია. 2005 წელს, კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში, ალექსანდრე შევჩენკომ თავის მეუღლესთან, ჟანასთან ერთად დააარსა ეკლესია „Дом Хлеба“ (პურის სახლი), რომლის პირველი ღვთისმსახურებაც 2006 წლის 15 იანვარს ჩატარდა.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები