ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

„არავის მივცემთ უფლებას, რომ იერუსალიმში მშვიდობა დაარღვიოს“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

by ნატალია ჩიქოვანი 10 მაისი, 2021
10 მაისი, 2021 240 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში არსებული არეულობის შესახებ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისდა სამწუხაროდ, იერუსალიმში დაძაბულობა ბოლო დროს სულ უფრო იზრდებოდა.

„იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და ისევე, როგორც ყველა ერი აშენებს თავის დედაქალაქს, ჩვენც გვაქვს უფლება, ვაშენოთ იერუსალიმში და ვაშენოთ იერუსალიმი. ეს არის ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით და რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ. მიუხედავად იმისა, რომ რწმენის თავისუფლებას ისრაელი პატივს სცემს, ექსტრემისტულ ელემენტს უფლებას არ მივცემთ, რომ იერუსალიმში მშვიდობა დაარღვიონ. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობრივ არეულობას.“ – თქვა ნეთანიაჰუმ.

დაპირისპირება ებრაელებსა და პალესტინელებს შორის თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. დაპირისპირების მიზეზი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინელი ოჯახების გასახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. არეულობა იერუსალიმში ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი სხდომის წინ დაიწყო, რომელზეც შეიხ ჯარას რაიონიდან 70 პალესტინელი ოჯახის გასახლების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ისრაელის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, სხდომა 30 დღით გადაიდო.

მედიის ინფორმაციით, ალ-აქსას მეჩეთში, სადაც ათასობით პალესტინელი შეიკრიბა, მათ ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. მას შედეგ, რაც პალესტინელებმა ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს სკამები, ფეხსაცმელი და ქვები დაუშინეს, მათ დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს. დაშავებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტლის მოწყობა გახდა საჭირო.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია მომხდარის გამო და გამოთქვამს სურვილს, რომ კარგი იქნება, თუ ისრაელის ხელისუფლება მოსახლეობას უფრო დაუახლოვდება.

პაპმა ფრანცისკმა იერუსალიმში ძალადობის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და მხარეებს მოუწოდა, მიიღონ გადაწყვეტილება წმინდა ქალაქის მულტიკულტურული იდენტურობის დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში, ალ-აქსას მეჩეთთან, პალესტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულთა რაოდენობა უკვე 200-ს აჭარბებს. მათ შორის, 205 პალესტინელი და ისრაელის პოლიციის 17 წარმომადგენელია. ბოლო ერთი კვირაა, ვითარება გამწვავებულია მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზეც.


ამავე კატეგორიის

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები