ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

არგენტინაში აბორტის ლეგალიზებას მასობრივი პროტესტი მოჰყვა

by თამუნა ბაღდავაძე 23 დეკემბერი, 2020
23 დეკემბერი, 2020 181 ნახვა

18 დეკემბერს არგენტინის პარლამენტის ქვედა პალატა დაეთანხმა აბორტის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი ქვეყნის პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდესის შემოთავაზებულია და ჯერ კიდევ საჭიროებს სენატის მხრიდან დამტკიცებასა და მიღებას. პარლამენტის სენატის მიერ კანონპროექტის განხილვა კი წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

კანონპროექტი ქალებს უფლებას აძლევს, შეწყვიტონ 14 კვირამდე ვადის ორსულობა. ქვედა პალატაში მას 131-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 117 წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 6-მა თავი შეიკავა. დებატები ხუთშაბათიდან პარასკევ დილამდე გრძელდებოდა.

დემონსტრანტებმა, რომლებიც აბორტის ლეგალიზაციას უჭერენ მხარს, ღამე ბუენოს-აირესში კონგრესის შენობის წინ გაათენეს. მათ უმეტესობას მწვანე ფერის პირბადეები ეკეთა, რაც მათი მოძრაობის სიმბოლო გახდა. ისინი სიხარულით შეხვდნენ ეკრანზე პარლამენტის სპიკერის მიერ ხმის მიცემის შედეგების გამოცხადებას.

ამ სცენის კონტრასტული იყო პარლამენტის შენობიდან არცთუ ისე მოშორებით, სიცოცხლის მომხრეთა დემონსტრაცია. ღია ცისფერ მაისურებში ჩაცმული ასობით ადამიანი ეროვნული დროშებით ხელში, აპროტესტებდა ქვედა პალატის გადაწყვეტილებას.

საინტერესოა, რომ სენატში დებატების წინ კათოლიკურმა ეკლესიამ კანონმდებლებს მიმართა და სთხოვა მათ, ერთი წამით დაფიქრებულიყვნენ და გაეაზრებინათ, თუ რას ნიშნავს სიცოცხლის პატივისცემა. რომის პაპ ფრანცისკეს სამშობლოში კიდევ ერთხელ გაიმეორეს პაპის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აბორტი დღევანდელი „ერთჯერადი კულტურის“ ნაწილია.

მთავრობის თქმით, 1983 წლიდან მოყოლებული, არგენტინაში რამდენიმე ათასი ქალი გარდაიცვალა ფარული აბორტის პროცედურებისას და კიდევ დაახლოებით 38, 000 ქალის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო ამის გამო. დეპუტატმა ოპოზიციიდან, გრასიელა კამანიომ აბორტების ლეგალიზაცია საზოგადოების პრობლემების გადაჭრის პოლიტიკურ უუნარობასთან გაათანაბრა.

„გამომწვევი მიზეზების: განათლების უკმარისობის, სიღარიბისა და ნაკლოვანებების მოგვარების ნაცვლად, ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ ადვილ გამოსავალს, რომელიც სინამდვილეში პრობლემას არ აგვარებს და ამასთანავე, მამაკაცის, როგორც მომავალი მშობლის აზრს ამ გადაწყვეტილებაში არანაირად არ ვითვალისწინებთ.“ – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ სენატმა ქვედა პალატის მიერ მიღებული აბორტის ლეგალიზების კანონპროექტი ერთხელ უკვე ჩააგდო ორი წლის წინ, წინა პრეზიდენტის მმართველობისას. ერთი წლის წინ კი, მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნების ჩატარებამდე პირობა მისცა მოსახლეობას, რომ იბრძოლებდა იმისთვის, რომ აბორტი ნებაყოფლობითი და უფასო გამხდარიყო.

ახალი კანონის სრულ დამტკიცებამდე, არგენტინაში აბორტი მხოლოდ ორ შემთხვევაშია დაშვებული: გაუპატიურების შედეგად და იმ შემთხვევაში, თუკი დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების უმეტესობაში აბორტები აკრძალულია. კუბა, ურუგვაი და მექსიკის დედაქალაქი მეხიკო არიან იმ მცირე გამონაკლისთა შორის, სადაც ქალებს შეუძლიათ 12 კვირამდე ვადის ორსულობის შეწყვეტა.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები