ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

აშშ და 31 სახელმწიფო აცხადებს, რომ „აბორტის საერთაშორისო უფლება“ არ არსებობს

by ნატალია ჩიქოვანი 27 ოქტომბერი, 2020
27 ოქტომბერი, 2020 288 ნახვა

შეერთებულმა შტატებმა და 31-მა ქვეყანამ ხელი მოაწერეს ქალთა ჯანმრთელობისა და ოჯახის ძლიერების ხელშეწყობის შესახებ კონსესუსის საფუძველზე მიღებულ ჟენევის დეკლარაციას. დეკლარაციის ხელის მოწერის ცერემონია ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს ონლაინრეჟიმში ჩატარდა. ცერემონიას მასპინძლობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი ალექს აზარი.

დეკლარაცია მიზნად ისახავს რამდენიმე ძირითად საკითხს:
ა) ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას;
ბ) მათი თანასწორობის განმტკიცებას და მათი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვას;
გ) ადამიანის სიცოცხლის დაცვასა და შენარჩუნებას;
დ) ოჯახის, როგორც საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილის, გაძლიერებას.

ჟენევის დეკლარაცია მოუწოდებს ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ქალთა უფლებებისა და ჯანმრთელობის განვითარებას, მაგრამ არ ცნონ აბორტი ქალის უფლებად.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ხელი შევუწყოთ აბორტს, როგორც ოჯახის დაგეგმვის მეთოდს. არ არსებობს აბორტის საერთაშორისო უფლება და არც რაიმე დამატებითი საერთაშორისო ვალდებულებანი ქვეყნების მხრიდან აბორტების ხელშეწყობის თუ დაფინანსების შესახებ. ვადასტურებთ, რომ სიცოცხლის უფლება თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებაა.“ – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან ერთად, ჟენევის დეკლარაცია ადასტურებს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში, მაგალითად ის, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, მიიღოს თავისი საკუთარი კანონები და განახორციელოს შესაბამისი ქმედებანი აბორტებთან მიმართებით საგარეო ზეწოლის გარეშე.

ლიბერალთა აზრით, ეს არის აბორტის უფლების შეზღუდვისა და ჰეტეროსექსუალური ოჯახების მხარდაჭერის მცდელობა.

უნდა ითქვას, რომ TheGuardian-ის თანახმად, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი „ქალთა, მშვიდობის და უსაფრთხოების ინდექსის“ მიხედვით, ხელმომწერი ქვეყნების უმეტესობა შედის ქალებისთვის 20 ყველაზე ცუდი ქვეყნის სიაში.

დეკლარაციას ჰყავს 6 თანადამფინანსებელი ქვეყანა: აშშ, ბრაზილია, ეგვიპტე, უნგრეთი, ინდონეზია და უგანდა.

დეკლარაციის მონაწილე ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:
ბაჰრეინის სამეფო, ბელარუსის რესპუბლიკა, ბენინის რესპუბლიკა, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა, ბურკინა-ფასო, კამერუნის რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, ჯიბუტის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ესვატინის სამეფო, გამბია, ჰაიტი, უნგრეთი, ინდონეზია, ერაყი, კენია, კუვეიტი, ლიბია, ნაურუ, ნიგერი, ომანი, პაკისტანი, ზამბია, საუდის არაბეთი, სენეგალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, უგანდა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, აშშ და პოლონეთი.

დეკლარაცია ღიად რჩება ხელმოწერის მსურველი სხვა ქვეყნებისთვის.


ამავე კატეგორიის

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები