ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

აშშ-ის სამხედრო ძალებმა გაათავისუფლეს ისლამისტების მიერ ნიგერიაში გატაცებული ამერიკელი მისიონერი

by ნინო ხუროშვილი 11 ნოემბერი, 2020
11 ნოემბერი, 2020 114 ნახვა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს ნიგერიაში გატაცებული ამერიკელი მისიონერი ფილიპე ნათან უოლტონი. 26 ოქტომბერს ექვსი შეიარაღებული პირი შეიჭრა უოლტონის სახლში და ფული მოითხოვა. ოჯახს 35 დოლარზე მეტი არ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა უოლტონი გაიტაცეს. მისი ცოლი, ქალიშვილი და ცოლის ძმა კი დააბეს და სახლში დატოვეს. ბოროტმოქმედებმა გამოსასყიდი მოითხოვეს გატაცებულის მამისგან.

ქრისტიანი მისიონერი ფილიპე უოლტონი ერთი წელი ცხოვრობდა საკუთარ ფერმაში მასალატას ახლოს, ნიგერიაში.

„31 ოქტომბერს ამერიკის სამხედრო ძალებმა, ჩრდილოეთ ნიგერიაში ჩაატარეს მძევლის გადარჩენის ოპერაცია შეიარაღებული პირების მიერ მძევლად აყვანილი ამერიკის მოქალაქის გასათავისუფლებლად. ახლა ის უსაფრთხოდაა. სპეცოპერაციისას სამხედრო ძალების წარმომადგენლებიდან არავინ დაშავებულა.“ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ.

თავისი წინაასარჩევნო კამპანიის დროს წარმოთქმულ ერთ-ერთ სიტყვაში დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებს და განაცხადა: „ჩვენი ერი მიესალმება გაბედულ ჯარისკაცებს, რომლებმაც განახორციელეს მძევლის გათავისუფლების ოპერაცია და ზეიმობს ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქის მშვიდობიანად დაბრუნებას.“

ნიგერიის რესპუბლიკა დასავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყანაა. მოსახლეობის 80% მუსლიმანია, დანარჩენი 20% კი ქრისტიანი. ინტერნეტგამოცემა Military Times-ის ინფორმაციით,  რეგიონში გახშირებულია იმ ისლამისტი სამხედროების თავდასხმები, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოსა და „ალ-ქაიდასთან“ არიან დაკავშირებულები.

უოლტონი გაიტაცეს ორი თვის გასვლიდან მას შემდეგ, რაც ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა სამხედროებმა მოკლეს ჰუმანიტარული დახმარების ექვსი ფრანგი მუშაკი და მათი ადგილობრივი გიდი, როცა ისინი დედაქალაქში არსებული ველური ბუნების პარკში იმყოფებოდნენ.

ორგანიზაცია Open Doors-ის 2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ აფრიკის აღნიშნული რეგიონი ისლამისტური ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან მზარდი საფრთხის ქვეშაა.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები