ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

აშშ-მა იმ ქვეყნების სია განაახლა, სადაც რელიგიური თავისუფლება ყველაზე მეტად იზღუდება

by თამუნა ბაღდავაძე 14 დეკემბერი, 2020
14 დეკემბერი, 2020 382 ნახვა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაახლა იმ სახელმწიფოების ყოველწლიური სია, რომლებიც იწვევენ „განსაკუთრებულ შეშფოთებას“ რელიგიური თავისუფლების საკითხებთან მიმართებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ოფიციალურ განცხადებაში წარმოდგენილი სია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე 7 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ბირმა, ჩინეთი, ერიტრეა, ირანი, ნიგერია, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი – ასე გამოიყურება განახლებული სია.

აშშ მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს სახელმწიფოები არიან „რელიგიური თავისუფლების სისტემატური, მუდმივი და სასტიკი დარღვევების“ მიმართ შემწყნარებლურნი ან მათი თანამონაწილენი, 1998 წლის რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო აქტის მიხედვით.

როგორც Christian Post იუწყება, ასეთ ქვეყნებს ნიგერია ოფიციალურად წელს დაემატა, რითაც გახდა პირველი დემოკრატიულ-სეკულარული სახელმწიფო, რომელიც ამ სიაში მოხვდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი ნიკარაგუასთან, კუბასთან და კომორის კუნძულებთან ერთად მიიჩნიეს ისეთ ქვეყნად, სადაც „აღმსარებლობის თავისუფლების მხრივ სერიოზული დარღვევები“ ფიქსირდება და იგი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ქვეყნების სპეციალურ სიაში შეიყვანეს.

მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ქვეყნების სპეციალური სიიდან ამოღებულ იქნა უზბეკეთი და სუდანი იმ კონკრეტული პროგრესისთვის, რასაც, მაიკ პომპეოს განცხადებით, ბოლო წლის განმავლობაში მიაღწიეს ამ ქვეყნის მთავრობებმა. სახელმწიფო დეპარტამენტი ამ სახელმწიფოების მიერ გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და პრაქტიკას მისაბაძ ნიმუშად ასახელებს.

სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა ბოლო მოეღოს ადამიანთა დევნას და შევიწროებას რელიგიური ნიშნით მთელ მსოფლიოში და „თითოეულ ადამიანს ყველგან და ყოველთვის ჰქონდეს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც თავისი სინდისი უკარნახებს.“


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები