ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

აშშ: „მკაცრად ვგმობთ თურქეთის პრეზიდენტის ანტისემიტურ განცხადებებს“

by ნატალია ჩიქოვანი 19 მაისი, 2021
19 მაისი, 2021 145 ნახვა

აშშ-ის დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ანტისემიტურ განცხადებებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ამბობს:

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პრეზიდენტ ერდოღანის ბოლოდროინდელ, ანტისემიტურ განცხადებებს ებრაელ ხალხთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ ერდოღანს და თურქეთის სხვა ლიდერებს, თავი შეიკავონ გამაღიზიანებელი კომენტარებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთს, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ანტისემიტურ ენას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. აშშ მთელი ძალით ებრძვის ანტისემიტიზმის ყველა ფორმას. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ძალადობას, რომელიც ხშირად თან ახლავს ანტისემიტიზმს და მის საშიშ სიცრუეს. ყოველთვის უნდა დავუპირისპირდეთ ცრუ ფაქტებს და სამართლიანად ვუპასუხოთ სიძულვილს.“ – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ნედ პრაისს არ დაუკონკრეტებია, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის რომელ განცხადებას გულისხმობდა იგი შეფასებისას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ისრაელში განვითრებულ მოვლენებთნ დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასსა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელ ისმაილ ხანიას შორის სატელეფონო საუბრები შედგა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ისლამური სამყაროს მობილიზებისთვის პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის ტერორის შესაჩერებლად. მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის დარჩება პალესტინის მომხრედ, იდგება პალესტინელი ძმების გვერდით და დაიცავს იერუსალიმის ღირსებას.

თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე იორდანიის მეფე აბდულას და კუვეიტის ემირ შეიხ ნავაფ ალ-აჰმად ალ-საბაჰსაც ესაუბრა. მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერდოღანმა მეფე აბდულას განუცხადა, რომ პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური თავდასხმების სამიზნე ყველა მუსლიმანია და თურქეთმა და იორდანიამ მათ შესაჩერებლად ერთად უნდა იმოქმედონ.


ამავე კატეგორიის

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა ის ღმერთს?

    2 მარტი, 2022
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 4

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები