ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

აშშ: სასამართლო განიხილავს სტუდენტების საქმეს სახარების ქადაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით

by ნინო ხუროშვილი 14 იანვარი, 2021
14 იანვარი, 2021 157 ნახვა

ორი სტუდენტის საქმეს სიტყვის თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით, აშშ-ის უზენაესი სასამართლო ოქტომბერში განიხილავს. სტუდენტებს კოლეჯის ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგება შეუზღუდეს. ისინი სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვიან. ეს საქმე ერთგვარი პრეცედენტი გახლავთ სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან და რომელთაც უკრძალავენ საკუთარი შეხედულებების გამოთქმას გარკვეულ ადგილებში იმ მოტივით, რომ მათ შეხედულებებს რელიგიური საფუძველი აქვს.

ჩაიკ უზუგბუნამი მესამე კურსის სტუდენტი იყო ჯორჯიის გვინეტის კოლეჯში 2016 წელს, როდესაც დავა დაიწყო. ლორენსვილის სკოლის კამპუსში ის სტუდენტებს ბროშურებს ურიგებდა, სადაც განმარტებული იყო ქრისტიანული რწმენის შესახებ.

კამპუსის ხელმძღვანელებმა გააჩერეს იგი და უთხრეს, რომ მას სამი დღით ადრე უნდა აეღო ნებართვა ამისათვის და კამპუსის ტერიტორიაზე არსებული ორი მონაკვეთი უნდა გამოეყენებინა, სადაც ვრცელდებოდა სიტყვის თავისუფლება. უზუგბუნამმა მოიპოვა ნებართვა იმისათვის, რომ ელაპარაკა ერთ-ერთ თავისუფალ ზონაში. მიუხედავად ამისა, საჩივრის გამო კამპუსის ხელმძღვანელებმა მას მაინც შეაწყვეტინეს ქადაგება.

„კოლეჯის ხელმძღვანელებს სინამდვილეში არ აღელვებთ, სად ვდგავარ; მათ უბრალოდ არ მოსწონთ ის, რასაც ვამბობ.“ – განაცხადა უზუგბუნამმა Atlanta News Now-ის ინფორმაციით.

მეორე სტუდენტს, ჯოზეფ ბრედფორდსაც სურდა სახარების ქადაგება კამპუსის ტერიტორიაზე და უზუგბუნამთან ერთად საჩივარი შეიტანა სასამართლოში. ორი წლის შემდეგ, აშშ-ის საოლქო მოსამართლემ, ელეონორ როსმა შეწყვიტა საქმის განხილვა. მისი განცხადებით, კოლეჯმა უკვე მოაგვარა ეს საკითხი სტუდენტებისთვის, პროფესორებისა და სტუმარი სპიკერებისთვის სიტყვის თავისუფლების უზრუნველმყოფი პოლიტიკის შემოღებით.

მიუხედავად ამისა, ქრისტიანული ორგანიზაცია Alliance Defending Freedom, რომელიც ორი ყოფილი სტუდენტის წარმომადგენელია, მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის შეწყვეტა კოლეჯს აძლევს საშუალებას, თავიდან აირიდოს პასუხისგება, რითიც საშიშ პრეცედენტს ქმნის.  

„როდესაც მთავრობის ოფიციალური პირები არღვევენ ადამიანებისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს, ამან, შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს მსხვერპლს.“ – აცხადებს ორგანიზაციის მთავარი იურიდიული მრჩეველი კრისტენ ვაგონერი.

უზენაესი სასამართლოს შეკრება ოქტომბერშია დაგეგმილი.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 4

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 5

    უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

    16 მარტი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები