ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ახალი ქრისტიანული წიგნი, რომელიც ამტკიცებს, თუ რატომ არ არის იესო ქრისტე მითი ან ლეგენდა

by ნინო ხუროშვილი 28 ივლისი, 2020
28 ივლისი, 2020 170 ნახვა

ამერიკულმა საგამომცემლო კომპანიამ DeWard Publishing Company ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება საინფორმაციო პორტალ «The Stream»-ის მთავარი რედაქტორის ტომ გილსონის ახალი წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით. წიგნის სახელწოდებაა „მეტისმეტად კარგი იმისათვის, რომ სიცრუე იყოს: როგორ ამტკიცებს იესოს შეუდარებელი პიროვნება მის ნამდვილობას“ (Too Good to Be False How Jesus’ Incomparable Character Reveals His Reality) უკვე 1-ლი აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი Amazon-ზე.

როგორც თავად ავტორმა აღნიშნა, მას სურს, რომ ადამიანებმა გაიგონ იესო ქრისტეს დიდებულებისა და იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომელსაც ის ასწავლიდა ხალხს. ანონსში ნათქვამია, წიგნის წაკითხვის შემდეგ ქრისტიანები სხვანაირად დაინახავენ იესო ქრისტეს, ხოლო სკეპტიკოსები აღმოაჩენენ, რომ მისი ქმედებანი მეტისმეტად უნიკალური და თანმიმდევრულია იმისათვის, რომ ეს ყოველივე ყალბი და ცრუ იყოს.

როგორც ბესტსელერების ავტორმა (New-York Times-ის ვერსიით) და რადიო-წამყვანმა ერიკ მეტაკსასმა აღნიშნა, წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ იესოს ისტორია უბრალოდ ისტორია კი არ არის, არამედ ეს ჭეშმარიტებაა.

კოლსონის სახელობის ქრისტიანული მსოფლმხედველობის ცენტრის უფროსი თანამშრომელი, ბიოლის უნივერსიტეტთან არსებული ტალბოტის თეოლოგიური სკოლის აპოლოგეტიკის პროფესორი და არაერთი წიგნის ავტორი ჯეიმს უორნერ უოლასი კი ამბობს, რომ ტომ გილსონი იკვლევს იესო ქრისტეს პიროვნებას და ამტკიცებს, რომ მხსნელის ბიბლიური აღწერილობა მეტისმეტად თანმიმდევრულია იმისათვის, რომ ეს ვინმეს წარმოსახვის ნაყოფი იყოს.

„თავის წიგნში ტომ გილსონი განმარტავს, თუ რატომ არ ყოფილა ქრისტე უბრალოდ მასწავლებელი. მისი პიროვნება, რომელიც ღვთისმოშიშებას გვგვრის, და ასევე მისი სწავლებანი გვარწმუნებს მის ღვთაებრივ ბუნებასთან დაკავშირებით. ტომ გილსონმა მარტივი ენით განმარტა, რატომ არ შეიძლება იესო მითი ან ლეგენდა იყოს. ეს წიგნი შეიძლება ყველაზე გასაოცარი და გამოსაფხიზლებელი წიგნი აღმოჩნდეს, რომელსაც წელს წაიკითხავთ!“ – შეაჯამა კოლორადოს ქრისტიანულ უნივერსიტეტთან არსებული სტრობელის ცენტრის დირექტორმა ლი სტრობელმა.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები