ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

დევნილი ჩრდილოეთ კორეიდან: „ჩემი ნათესავის ოჯახი სახარების გავრცელებისთვის სიკვდილით დასაჯეს“

by ნატალია ჩიქოვანი 5 აგვისტო, 2019
5 აგვისტო, 2019 76 ნახვა

ჩრდილოეთ კორეელი დევნილი ამბობს, რომ მისი ნათესავის მთელი ოჯახი სახარების გავრცელების გამო სიკვდილით დასაჯეს.

ლტოლვილი ჩრდილოეთ კორეიდან აღწერს, როგორია ქრისტიანების ცხოვრება იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ თავისუფლება – იფიქრონ, იცხოვრონ და სწამდეთ ისე, როგორც სურთ.

ილიანგ იუ  იმ 30 ადამიანს შორისაა, რომლებიც რელიგიური ნიშნით დევნას გადაურჩნენ. გასულ კვირას ისინი შეხვდნენ ამერიკის პრეზიდენტს თეთრ სახლში. ჩრდილოეთ კორეიდან დევნილებმა თავიანთი ისტორიები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ამერიკულ მედიასაშუალებებს უამბეს.

გადარჩენილი ილიანგ იუ ოჯახის მესამე შვილი გახლავთ. იგი დაიბადა 1996 წელს ჩრდილოეთ კორეაში. ამბობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები 10 წლის განმავლობაში უცხოენოვან რადიოგადაცემებს უსმენდნენ, ეს კი არალეგალური ქმედება გახლავთ კიმის რეჟიმის მმართველობის პერიოდში.

ილიანგი იხსენებს, რომ რადიოს მოსმენამ შთააგონა მისი ოჯახი, რათა ახალი რწმენა ეძიათ. მოგვიანებით, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ჩრდილოეთ კორეიდან გაიქცეოდნენ და შეეძლებოდათ, თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი რწმენა. 2000 წლიდან ოჯახის ყველა წევრმა სათითაოდ დატოვა სამშობლო და სამხრეთ კორეაში გადასახლდა. მოგვიანებით, სხვა გაქცეულმა თანამემამულეებმა ილიანგს უამბეს, თუ რისი გადატანა მოუხდათ პოლიტიკურ საპატიმრო ბანაკებსა და ციხეებში.

ილიანგ იუს თქმით, თავისი დეიდის მთელი ოჯახი საპატიმროში გამოკეტეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მამამთილი ქრისტიანი იყო.

„ჩემი ბიძაშვილის ოჯახისყველა წევრი სახარების რწმენის გამო სიკვდილით დასაჯეს“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეკლესიის სამი ხუცესი, რომლებიც ჩრდილო კორეაში მისიონერები იყვნენ, პოლიტიკურ საპატიმრო ბანაკებში გაგზავნეს.

იუს თქმით, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, ჩრდილო კორეაში ქრისტიანობა მაინც განაგრძობს ზრდას იატაკქვეშა ეკლესიებში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩრდილოეთ კორეა შეიყვანა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც 2001 წლიდან ყოველწლიურად არღვევენ რელიგიურ თავისუფლებას.

P.S. მსოფლიოში უამრავი ადამიანი ლოცულობს ქრისტიანებისთვის ჩრდილოეთ კორეაში. მოგიწოდებთ, შევუერთდეთ ამ ლოცვას და ვიშუამდგომლოთ უფლის წინაშე დევნილი ქრისტიანებისთვის არა მარტო ჩრდილოეთ კორეაში, არამედ მთელ მსოფლიოში.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები