ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ევანგელისტი ხუცესი ჯორჯიის შტატის ისტორიაში პირველი შავკანიანი სენატორი გახდა

by დაჩი პაპაშვილი 8 იანვარი, 2021
8 იანვარი, 2021 397 ნახვა

აშშ-ის სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, რაფაელ ვორნოკმა გაიმარჯვა. ვორნოკმა რესპუბლიკელი კელი ლოფლერი დაამარცხა და ჯორჯიის შტატის ისტორიაში პირველი შავკანიანი სენატორი გახდა. რაფაელ ვორნოკი ბოლო 15 წლის განმავლობაში ატლანტის ეკლესიის უფროსი ხუცესი გახლდათ.

მაიკლ ბრიუერი, რომელიც საარჩევნო კამპანიის სპიკერი გახლავთ, მედიასთან აცხადებს, რომ ვორნოკი უფროსი ხუცესის სტატუსს კვლავ შეინარჩუნებს.

ვორნოკმა, რომელიც 2005 წლიდან უძღვება ევენეზერის ბაპტისტურ ეკლესიას ატლანტაში, მსგავსი რამ განაცხადა RNS-თან ნოემბერში, არჩევნებისას:

„მიჩნეულია, რომ ხუცესისთვის უჩვეულოა, ჩართული იყოს ისეთ ‘ბინძურ საქმეში’, როგორიც პოლიტიკაა, მაგრამ მე ვხედავ ჩემი მსახურების გაგრძელებას ამ სფეროში: უპირველესად, როგორც ქრისტიანი მქადაგებლის, შემდეგ დამცველის და იმედი მაქვს, შემდეგში – კანონმდებლის. ვაცხადებ, რომ ახალ ნაბიჯს ვდგამ ჩემს შემდეგ მოწოდებაში, რათა ვემსახურო ღმერთს და ადამიანებს და არ ჩამოვდივარ კათედრიდან.“

მარლა ფრედერიკი, რელიგიის და კულტურის, ემორის უნივერსიტეტის კანდლერის თეოლოგიის სკოლის პროფესორი, აცხადებს, რომ აქტიური ხუცესი უჩვეულო არ უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის აშშ-ში.

„არსებობს მსგავსი მაგალითები. ხუცესობა არის ერთ-ერთი იმ პოზიციათაგანი, სადაც თქვენ გიწევთ ძალიან ახლოს ყოფნა ხალხთან ყოველდღიურად და მათ საჭიროებებთან. რამდენადაც სენატი ვალდებულია, რომ წარმოადგენდეს ადამიანთა საჭიროებებს, ჩემი აზრით, ხუცესი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უკეთ იცნობს ხალხის იმ სირთულეებს, რომლებთანაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევთ გამკლავება.“ – განაცხადა მან. 

მართლაც, ჩვენ შეგვიძლია ვორნოკის პარალელურად გავიხსენოთ აფროამერიკელი მსახურები, რომლებიც აგრძელებდნენ ეკლესიაში მსახურებას, სენატში მოღვაწეობის პარალელურად: რიჩარდ ჰარვი ჯეინი (1873-75, 1877-79); ადამ კლეიტონ პირველი უმცროსი (1945-1971); ფლოიდ ფლეიკი (1987-1997); ჯონ ლუისი (1987-2020); ემანუელ კლივერი 2005 წლიდან დღემდე.

შეგახსენებთ, რომ დემოკრატთა პარტიას ვორნოკის გარდა კიდევ ერთი ხმა სჭირდებოდა, რათა მიეღო უმრავლესობა სენატში და ეს ერთი ადგილიც მიიღო, როცა ჯონ ოსოფმა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი დევიდ პერდუ დაამარცხა. ახლა ძალთა თანაფარდობა სენატში 50/50-ზე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მიიღებს გადამწყვეტ ხმას მას შემდეგ, რაც 20 იანვრიდან, კამალა ჰარისი და ჯო ბაიდენი დაიკავებენ თანამდებობებს.


ამავე კატეგორიის

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    პავლე მოციქულის 9 მითითება ქრისტიანთათვის

    16 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები