ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

„ეს სიტუაცია მოითხოვს განკურნებას და შერიგებას“ – პრეზიდენტი ტრამპი ხალხს მიმართავს

by თამუნა ბაღდავაძე 8 იანვარი, 2021
8 იანვარი, 2021 429 ნახვა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც დაგმო ოთხშაბათს მომხდარი ძალადობა კაპიტოლიუმში და განაცხადა, რომ არსებული სიტუაცია მოითხოვს განკურნებას და შერიგებას. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ამ მოკლე ვიდეოში პრეზიდენტმა თქვა:

„მინდა დავიწყო ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმზე საზიზღარ თავდასხმაზე საუბრით. როგორც ყველა ამერიკელი, მეც აღშფოთებული ვარ ძალადობით, უკანონობითა და ქაოსით. დაუყოვნებლივ ავამოქმედე ეროვნული გვარდია და ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები, შენობის დაცვისა და შემოჭრილთა განდევნის მიზნით. ამერიკა არის და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ერი. კაპიტოლიუმში შეჭრილმა დემონსტრანტებმა შებღალეს ამერიკული დემოკრატიის ადგილსამყოფელი.“

ტრამპმა თავის გამოსვლაში მეამბოხეებსაც მიმართა:

„თქვენ, ვინც მონაწილეობას იღებდით ნგრევასა და აოხრებაში და ძალადობის აქტების ჩადენაში, არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას. თქვენ, ვინც კანონი დაარღვიეთ, პასუხს აგებთ.“

პრეზიდენტი არჩევნებსაც შეეხო და თქვა, რომ ამერიკელმა ერმა წინსვლა უნდა განაგრძოს.

„ჩვენ დაძაბული არჩევნები გვქონდა ახლახან და ემოციები ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ახლა უნდა დავცხრეთ და აღვიდგინოთ სიმშვიდე. უნდა გავაგრძელოთ ამერიკის საქმეები. ჩემმა კამპანიამ მტკიცედ გამოიყენა არჩევნების შედეგების გასაჩივრების ყველა იურიდიული შესაძლებლობა. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო ხმის მიცემის სამართლიანობის უზრუნველყოფა. ასე მოქცევით მე ვიბრძოდი ამერიკული დემოკრატიის დასაცავად.

ძველებურად მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ გვმართებს არჩევნების შესახებ ჩვენი კანონების რეფორმა, რათა მოხდეს ყველა ხმის მიმცემის იდენტურობისა და საარჩევნო უფლების შემოწმება, და რათა უზრუნველვყოთ ყველა მომავალი არჩევნებისადმი ნდობა. ახლა კი კონგრესმა დაამტკიცა შედეგები. 20 იანვარს უკვე ახალი ადმინისტრაცია დაიკავებს თანამდებობას ოფიციალურად. ახლა ჩემს კონცენტრაციასა და ძალისხმევას მივმართავ იმისკენ, რომ უზრუნველვყო ძალაუფლების რბილი, უწყვეტი, თანმიმდევრული და ორგანიზებული გადაცემა.“ – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ 2020 წელი გამოწვევებით სავსე იყო და პანდემიამ მოქალაქეების ცხოვრება სრულად გადაატრიალა. პრეზიდენტმა დაამატა, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკის აღშენება ყველას ერთად, შეთანხმებულ მუშაობას მოითხოვს.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებო, ჩემი ცხოვრების მთავარი პატივი იყო, მემსახურა თქვენთვის პრეზიდენტად. და ყველა ჩემო მხარდამჭერებო, ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი გასაოცარი თავგადასავალი მხოლოდ იწყება. გმადლობთ. ღმერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა აკურთხოს ამერიკა.“ – თქვა ტრამპმა მიმართვის ბოლოს.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები