ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი შეწყდა

by ნატალია ჩიქოვანი 21 მაისი, 2021
21 მაისი, 2021 271 ნახვა

ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა ადგილობრივი დროით 02:00 საათზე და 11-დღიანი სარაკეტო თავდასხმების სერია ორმხრივად შეწყდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„მინისტრები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაეთანხმნენ ეგვიპტის ინიციატივას ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტის შესახებ.“

კონფლიქტის დასრულებას ორივე მხარე ზეიმობს.

„მჯერა, რომ პალესტინელები და ებრაელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხოდ ცხოვრებას და თავისუფლებით, კეთილდღეობით და დემოკრატიით სარგებლობას. ჩემი ადმინისტრაცია ამ მიზნის მისაღწევად გააგრძელებს მშვიდი დიპლომატიის გატარებას. მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა პროგრესის მიღწევისთვის და მზად ვარ, ვიმუშაო ამისთვის.“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

„ღაზის სექტორში სიტუაცია დიდი ხანია არამდგრადია. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მდგრად მშვიდობას და სამუდამოდ დაასრულებს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს. ევროკავშირი მზად არის, სრულად დაუჭიროს მხარი ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებას ამ ძალისხმევაში.“ – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 232 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 65 ბავშვი, ხოლო ისრაელში – მინიმუმ 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. 

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა „ჰამასის“ ულტიმატუმი, დაეტოვებინათ ალ-აქსას ტერიტორია სამართალდამცველებს, არ შეასრულა. ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდაპირველად იერუსალიმის მიმართულებით 7 რაკეტა ისროლა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა სხვა ქალაქების მიმართულებითაც. ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს რამდენიმე დღის განმავლობაში.

დაპირისპირება ებრაელებსა და პალესტინელებს შორის კვირაზე მეტია გრძელდება. დაპირისპირების მიზეზი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინელი ოჯახების გასახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. არეულობა იერუსალიმში ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი სხდომის წინ დაიწყო, რომელზეც შეიხ ჯარას რაიონიდან 70 პალესტინელი ოჯახის გასახლების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ისრაელის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, სხდომა 30 დღით გადაიდო.

ალ-აქსას მეჩეთში, სადაც ათასობით პალესტინელი შეიკრიბა, მათ ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს, რასაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები