ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

„იყავით ურყევნი ლოცვაში” – მაიკ პენსი

by მარიამ გოგიჩაშვილი 14 მაისი, 2020
14 მაისი, 2020 135 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ლოცვის ეროვნული დღე 1952 წლიდან, მაისის ყოველ პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.

გასულ ხუთშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მადლობა გადაუხადა ამერიკელებს და მოუწოდა მათ, გამუდმებით ილოცონ მათთვის, ვინც კორონავირუსს ებრძვის.

პენსი, ისევე, როგორც პრეზიდენტი ტრამპი, სიტყვით გამოვიდა ვარდების ბაღში ლოცვის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მსახურებაზე რელიგიურ ლიდერებთან ერთად.

„ყველაზე თბილი სიტყვები, რაც კი ოდესმე მოგვისმენია, ეს არის, როცა ადამიანები მოდიან და გვეუბნებიან: ‘მე ვლოცულობ თქვენთვის,’ და იცი, რომ ისინი მთელი გულით ამბობენ ამას და ჩვენ ეს გამუდმებით გვესმის. ჩვენ ვამოწმებთ, რომ ამერიკა ლოცვის ქვეყანაა, ამის თვითმხილველები თავად ვართ. ამერიკელ ხალხს დიდი ხანია, სწამს ლოცვის ძალის, რომ ბევრი რამ შეუძლია მართლის ქმედით და მხურვალე ლოცვას და რომ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით უნდა ვაუწყოთ ჩვენი სურვილი ღმერთს, აღთქმით, რომ ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს ჩვენს გულებს და ჩვენს ფიქრებს ქრისტე იესოში. ლოცვა არის ის ბირთვი, რომელსაც თვალს ვადევნებთ ამერიკის ისტორიის ყოველ ეპოქაში. 1775 წელს, II კონტინენტურმა კონგრესმა დააფუძნა მარხვისა და ლოცვის დღე, 1863 წელს, პრეზიდენტმა ლინკოლნმა მოუწოდა ამერიკელებს ‒ ელოცათ ისე, რომ, როგორც თავად თქვა, ‘ერის ერთიანი ღაღადი შესმენილ იქნეს მაღალთა შინა და ნაპასუხარ იქნეს კურთხევით’, ხოლო 1952 წლიდან ყოველი პრეზიდენტი გამოსცემდა პროკლამაციას ლოცვის ეროვნული დღისადმი პატივსაცემად.“ – განაცხადა პენსმა.

პენსმა მადლობა გადაუხადა ამერიკელებს მათ მიერ აღვლენილი ლოცვების გამო და გაამხნევა ისინი, გაეგრძელებინათ ლოცვა ამ კრიზისის ჟამს.

„დღეს ჩვენ ღრმა პატივისცემითა და მადლიერი გულით მოგიწოდებთ, რომ იყოთ ურყევნი ლოცვაში.“ ‒ თქვა მან.

პენსმა სთხოვა ამერიკელებს, ელოცათ მათთვის, ვინც ებრძვის კორონავირუსს და აგრეთვე ოჯახებისთვის, რომელთაც დაკარგეს თავიანთი ახლობლები. მისი თხოვნა იყო ასევე, ელოცათ ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის, პოლიციისთვის, მეხანძრეებისთვის, პირველადი დახმარების ბრიგადებისთვის და იმ მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის, რომლებიც იცავენ ერს და ქვეყანას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ბოლოს პენსმა მოიყვანა ციტატა ბიბლიიდან, 2 ნეშტთა 7:14 მუხლის:

„და ამ ლოცვის ეროვნულ დღეს, როდესაც ვლოცულობთ ამერიკელი ხალხისთვის, ნებისმიერი აღმსარებლობის თითოეული ამერიკელისთვის, მოდით, ვილოცოთ ამ უძველესი სიტყვებისადმი რწმენით, რომელთაც ამერიკელები ყოველთვის ეჭიდებოდნენ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, რომ თუ უფლის ხალხი, რომელიც მისი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს…  უფალიც მოიმოქმედებს იმას, რასაც აკეთებდა ყოველ რთულ ჟამს ამ ერის ისტორიაში: ის მოისმენს ზეციდან და განკურნავს ამ მიწას.“


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები