კენიაში ეკლესიების გაერთიანება და სასულიერო პირები გამოძიებას მოითხოვენ ეკლესიების დაწვის შემთხვევებთან დაკავშირებით. უცნობმა პირებმა ხუთი ეკლესია დაწვეს დასავლეთ კენიის ერთ-ერთ სოფელში.
20 იანვარს დაწვეს წმ. მონიკას ეკლესია, შემდეგ მეშვიდე დღის ადვენტისტების, მსოფლიო ეკლესიის (Worldwide Church) და Legio Maria-ს ეკლესიები. რიგით მეხუთე ეკლესია, Assemblies of God, თავდამსხმელებმა დაწვეს 24 იანვარს დაწვეს.
თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელებმა დამწვარი შენობები ადამიანთა ფეკალიებით დააბინძურეს, რათა მორწმუნეებს აღარ ჰქონოდათ დანგრეულ ეკლესიებში მისვლის სურვილი.
ეკლესიების აღდგენას მილიონობით კენიური შილინგი დასჭირდება. ორგანიზაცია Open Doors-ის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, კენია 49-ე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანებს დევნიან და ავიწროებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, კენიაში ქრისტიანები მაინც იდევნებიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქრისტიანია.
კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოქმედებს მუსლიმანური ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბაბი, რომელიც მუდმივი საფრთხეა ქვეყნის მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით, ქრისტიანებისათვის.