„NBA“-ს ახალგაზრდა კალათბურთელი იანის ანტეტოკუმპო, რომელმაც ეს სპორტი ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში, ოჯახის სიღარიბის დაძლევის გამო აირჩია, „NBA“-ს პირველი ტიტულის მფლობელი გახდა, მისმა თავმდაბლობამ კი დიდი პატივისცემა დაიმსახურა გულშემატკივრებისგან.
„უპირველესად, უფალს ვუხდი მადლობას, რომ დამაჯილდოვა ამ ნიჭით და იქამდე მომიყვანა, სადაც დღეს ვარ. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მისი მეშვეობით ვაკეთებ და მისგან ვარ კურთხეული.“ – აცხადებს ანტეტოკუმპო.
2020 წელს „NBA“-ს ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშის ტიტულის მოგებისას სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა: „ყოველთვის მადლობას ვუხდი უფალს, რომ მომცა შესაძლებლობა, ვაკეთო ის, რაც მიყვარს.“
იანის ანტეტოკუმპო, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ჟინიანი ბერძენი“, ათენში ნიგერიელი ცოლ-ქმრის ოჯახში დაიბადა, რომლებიც ემიგრირებულნი იყვნენ საბერძნეთში უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის. ბავშვობაში ის და მისი ძმა საათებით ვაჭრობდნენ, რომ ოჯახს როგორმე დახმარებოდნენ. მან 13 წლიდან დაიწყო კალათბურთის თამაში მხოლოდ იმ იმედით, რომ ამით ოჯახს დაეხმარებოდა.
„ძალიან კურთხეული ვარ, სულ რომ აღარ მომეცეს ამ ტაბლოზე მოხვედრის საშუალება, მე ამისთვისაც თანახმა ვარ, მხოლოდ ის მსურს, რომ ჩემი წარმატებით ბევრს მიეცეს იმედი თავის ცხოვრებაში.“ – აცხადეს კალათბურთელი.