ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

მომავალ წელს კაპიტოლიუმში ბილი გრემის ქანდაკებას დადგამენ

by მარიამ გოგიჩაშვილი 5 აგვისტო, 2020
5 აგვისტო, 2020 261 ნახვა

გასულ კვირას საკანონმდებლო კომიტეტმა დაამტკიცა 2018 წელს გარდაცვლილი, ცნობილი ევანგელისტი მქადაგებლის ქანდაკების მოდელი, რომელიც 2 ფუტის სიმაღლისაა.

მოქანდაკე ჩას ფაგანი სულ მალე დაიწყებს გრემის რეალურ სახესთან ქანდაკების მიმსგავსებას, რომელიც შემდგომ უკვე კონგრესის კომიტეტზე დამტკიცდება. ფაგანს იქამდეც არერთხელ შეუქმნია რელიგიური ფიგურების  ქანდაკებანი, როგორებიცაა: წმინდა იოანე პავლე II, დედა ტერეზა და ა.შ.

ამერიკის კაპიტოლიუმის დარბაზი აერთიანებს სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანის 100 ქანდაკებას, აქედან 2 ერთი და იგივეა. ბილი გრემის ქანდაკება დაიკავებს ყოფილი გუბერნატორის, ჩარლზ აიკოკის (1859-1912) ადგილს.

1898 წელს, ვილმინგტონში, აიკოკი იყო ერთ-ერთი მთავარი იდეის ავტორი რასათა არეულობასა და გადატრიალებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობის შავკანიანი წევრები თეთრკანიანებით ჩაანაცვლეს. ასევე ჩრდილოეთ კაროლინიდანაა ზებულონ ვენსის (1830-1894) ‒ კონფედერაციის ყოფილი ოფიცრის ქანდაკებაც.  

კაპიტოლიუმში გრემის ქანდაკების დადგმას დიდი მხარდაჭერა მოჰყვა.

ჩრდილო კაროლინის ყოფილ სენატორს, დენ სოუსეკს, ჯერ კიდევ 2015 წელს დაებადა ბილი გრემის ქანდაკების შექმნის იდეა. მაშინ გრემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მისმა გარდაცვალებამ ეს პროცესი დააჩქარა.

„ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრისით, ბილი გრემი ნამდვილად მსოფლიო დონის ფიგურაა.“ ‒ აცხადებს სოუსეკი.  

წლების განმავლობაში გრემი ჩრდილო კაროლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო. მის საპატივსაცემოდ მისი სახელობის ორი ცენტრალური ქუჩა არსებობს კაროლინაში. დამთვალიერებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კი ხშირად ბიბლიოთეკა აღმოჩნდება ხოლმე, რომელშიც დოკუმენტის სახით ინახება გრემის მთლიანი ცხოვრება ‒ მისი დაბადება, მსახურება და გარდაცვალება.

ბილი გრემის ვაჟი, ფრანკლინ გრემი, რომელსაც ნანახი აქვს ქანდაკების დიზაინი, ამბობს, რომ ქანდაკებაზე ასახულია 1960-იანი წლების ბილი გრემი ბიბლიით ხელში, ქადაგების პროცესში.

ფრანკლინი აღნიშნავს, რომ ეს ქანდაკება ნამდვილად არაა ის, რისთვისაც მამამისი იღვწოდა.

„მამაჩემი დიდად მოხარული იქნებოდა, ეს ამბავი რომ გაეგო, თუმცა ის იტყოდა, მე კი არა, უფალს ეკუთვნის დიდებაო.“

ბილი გრემის სამახარებლო ასოციაცია გამოყოფს ფულს ქანდაკების დამზადებისა და განთავსებისთვის. ეს ყველაფერი დაახლოებით 650,000 ამერიკული დოლარი დაჯდება. 


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ბიბლიური ციტატები პატიებასა და წყალობაზე

    12 იანვარი, 2021
  • 2

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021
  • 3

    კარლ ბართი, შვეიცარიელი ღვთისმეტყველი

    13 სექტემბერი, 2021
  • 4

    რას ამბობს ბიბლია ბედისწერის შესახებ?

    3 ნოემბერი, 2020
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები