ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

პაკისტანი: ღვთის გმობისთვის უვადო პატიმრობაში მყოფი ქრისტიანი უდანაშაულოდ ცნეს

by მარიამ გოგიჩაშვილი 18 დეკემბერი, 2020
18 დეკემბერი, 2020 225 ნახვა

International Christian Concern-ის ცნობით, 15 დეკემბერს 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ ლაჰორის უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო პაკისტანელი ქრისტიანი, იმრან გეფორ მასიჰი, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ღვთის გმობის ბრალდებით.

მასიჰის ოჯახის წევრები აცხადებენ: „უფალმა შეისმინა ჩვენი ვედრება და უზომოდ მადლიერნი ვართ ამისთვის. ეს ჩვენი საშობაო საჩუქარი იყო.“

2009 წლის 1-ელ ივლისს, იმრანი წიგნის მაღაზიას ასუფთავებდა, რომელიც თავის ოჯახს ეკუთვნოდა. მას უნდა დაეწვა ზედმეტი, გამოუსადეგარი ნივთები, როგორებიცაა ძველი წიგნები და ფურცლები. უცებ ერთ სახელმძღვანელოს გადააწყდა, არაბული წარწერით. დააფიქრა იმ ფაქტმა, რომ წიგნი რელიგიურ ნაწერებს შეიცავდა. შეშფოთებულმა იმრანმა თავის მეზობელს, ჰაჯი ალის მიმართა. ალიმ წიგნის დაწვა ურჩია. იმრანი ასეც მოიქცა და წიგნი ცეცხლში ჩააგდო. თუმცა მისი წასვლის შემდეგ ალიმ ნახევრად დამწვარი წიგნი უკან ამოიღო და იმრანს ბრალი წაუყენა ყურანის დაწვაში. ოჯახის თქმით, ალის პირადი ბიზნესმიზნები ამოძრავებდა მაღაზიასთან დაკავშირებით.

ეს ამბავი მალევე გავრცელდა, რის შემდეგაც მასიჰს სახლში შეეჭრნენ და მას, მის ძმასა და მამამისს თავს დაესხნენ.

პოლიციამ იმრან მასიჰი დააკავა. პოლიციის განყოფილების გარეთ კი 1000-მდე მუსლიმანი შეიკრიბა. ისინი ყურანის შეურაცხყოფის გამო ქრისტიანი იმრანის ჩამოხრჩობას მოითხოვდნენ.

2010 წლის იანვარში მასიჰს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. CBN News-ის ცნობით, მისი საქმე გაასაჩივრეს, მაგრამ თითქმის 70-ჯერ გადადეს.

ICC-ის თანახმად, პაკისტანში ღვთის გმობის ბრალდებით, სულ მცირე, 24 ქრისტიანი იმყოფება პატიმრობაში.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები