ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

პაკისტანში აღმოჩენილი უზარმაზარი ჯვრის საიდუმლოება და ისტორია

by ნინო ხუროშვილი 16 ივლისი, 2020
16 ივლისი, 2020 262 ნახვა

საიდუმლოებით მოცული უზარმაზარი ჯვრის აღმოჩენამ ჩრდილოეთ პაკისტანში ინტენსიური დებატები გამოიწვია მის წარმოშობასთან დაკავშრებით. ჯვარი ნაპოვნია ყარაყორუმის მთათა სისტემის ძირში და სავარაუდოდ, 1200 წელზე მეტხანს ითვლის. ამ აღმოჩენის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქრისტიანობა ადრიდანვე გავრცელდა პაკისტანში ახლო აღმოსავლეთიდან. 

ბალტისტანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მუჰამედ ხანის ხელმძღვანელობითა და ადგილობრივ მთამსვლელთა დახმარებით აღმოაჩინეს 2.1 მ. სიგრძისა და 1.8 მ. სიგანის ჯვარი ძირითადად მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ჩინეთს, ავღანეთსა და ინდოეთს.  

ჯვარი ყველაზე დიდია იმ ჯვრებს შორის, რომლებიც სუბკონტინენტზეა აღმოჩენილი და სამიდან ოთხ ტონამდე იწონის. „დიდება უფალს, ეს მე ძალიან მახარებს!“ ‒ ამბობს ერთ-ერთი პაკისტანელი ქრისტიანი ლიდერი. ‒ „პაკისტანში მცხოვრები ქრისტიანებისათვის დიდი გამხნევება იქნება იმის დანახვა, რომ ჩვენი რწმენა აქ ჯერ კიდევ მრავალი თაობის წინ არსებობდა, მანამდე, სანამ ისლამი მოვიდოდა.“

ბალტისტანის უნივერსიტეტი აპირებს კვლევების გაგრძელებას ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სამეცნიერო დაწესებულებებსა და ადგილობრივ ისტორიკოსებთან ერთად, რათა განისაზღვროს ჯვრის ზუსტი ასაკი.  

დათარიღებამ უნდა დაადასტუროს ქრისტიანობის გავრცელების ფაქტი ჰიმალაის რეგიონში, იქ, სადაც დღეს ქრისტიანები უმცირესობას წარმოადგენენ და იდევნებიან. ჯვარი ნაპოვნია სოფელ კავარდოს ახლოს, ადგილზე, რომელიც ერთ დროს სავაჭრო გზა იყო და ჩინეთსა და პაკისტანს აკავშირებდა ერთმანეთთან.  

მკვლევართა ჯგუფმა შენიშნა, რომ ჯვარი ტრადიციული ბუდისტური სტილისათვის დამახასიათებელი ხერხითაა გამოკვეთილი, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჯვრის გამომკვეთი ქრისტიანები ბუდიზმიდან იყვნენ მოქცეულნი ქრისტიანულ რწმენაზე. თუმცა ზოგიერთის მოსაზრებით, ჯვარი ან წინარექრისტიანული სიმბოლოა, ან უბრალოდ, ქვისგან გამოთლილი სვეტის ნაწილი.

ბიზანტიის ისტორიის ექსპერტის, ბეატრის კასოს თქმით, ჯვარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან მომავალმა ვაჭრებმა გაავრცელეს ქრისტიანობა ამ მთიან რეგიონში.  

„საჭიროა ნახშირბადით დათარიღების ჩატარება და ზუსტი მეცნიერული საბუთი.“ ‒ აცხადებს მუჰამედ ხანი, ბალტისტანის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი.

სოფლის მცხოვრებლებმა მკვლევრებს უთხრეს, რომ მათ ყოველთვის იცოდნენ ჯვრის არსებობის შესახებ, მაგრამ არასოდეს დაინტერესებულან მისი წარმომავლობის გამორკვევით და არც ხელი უხლიათ მისთვის.

„ტრადიციის მიხედვით, ქრისტიანობამ ინდოეთს ახ. წ. აღ-ის 52 წელს მიაღწია მოციქულ თომას წყალობით.“ ‒ აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი დრ. ელენა ენე-დ-ვასილესკუ, მაგრამ, მისივე თქმით, ჯვრის სიმბოლოები მანამდეც ფართოდ იყო გავრცელებული ინდუსებით დასახლებულ რეგიონში. „როგორც ვიცით, ოთხი თანაბარი მკლავის მქონე ჯვარი (სვასტიკის მსგავსი) სიცოცხლისა და წესრიგის სიმბოლოა.“ ‒ ამბობს ის.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები