ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

საზოგადოება „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ბავშვთა სექსუალიზაციის პროპაგანდის გამო

by ნინო ხუროშვილი 17 სექტემბერი, 2020
17 სექტემბერი, 2020 239 ნახვა

„ნეტფლიქსზე“ 2020 წლის 9 სექტემბერს გასულმა ფრანგულმა ფილმმა „Cuties“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, რადგანაც მრავალი ადამიანის აზრით, ფილმის შინაარსი მიმართულია 11 წლის გოგონების სექსუალიზებისკენ და ხელს უწყობს პედოფილიის ნორმალიზებას.

ფილმმა ჯერ კიდევ ჩვენებამდე, სარეკლამო ბანერის გამო დაიმსახურა მწვავე კრიტიკა. მასზე გამოსახულები არიან მოკლე საცეკვაო ტანსაცმელში გამოწყობილი, გამომწვევად მდგარი პატარა გოგონები.  

„ტვიტერის“ უამრავმა მომხმარებელმა ფილმი ბავშვთა პორნოგრაფიას შეადარა და განაცხადა, რომ „ნეტფლიქსის“ გამოწერას გააუქმებდნენ. ასევე „ნეტფლიქსის“ მიმართ პროტესტის ნიშნად, უამრავი ადამიანი იყენებდა სოციალურ ქსელში „ჰეშტეგს“ – #cancelnetflix.  გარდა ამისა, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა პეტიცია „ნეტფლიქსის“ გამოწერის გაუქმების მოთხოვნით. პეტიციას ამჟამად ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

„ფილმის დამცველები აცხადებენ, რომ სინამდვილეში ფილმი ბავშვების სექსუალიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა ფილმის აღწერილობა, შერჩეული კადრები და შინაარსი საერთოდ არ აკრიტიკებს ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას.“ – წერს გამოცემა ChristianityToday.

რაც შეეხება თავად კომპანია „ნეტფლიქსს“, ის ცდილობს ფილმის დაცვას და აცხადებს, რომ ეს არის „შთამბეჭდავი ისტორია“, რომელიც გახლავთ „სოციალური კომენტარი ბავშვების სექსუალიზაციის წინააღმდეგ.“

ამის საპასუხოდ მეტ უოლში, გამოცემა „Daily Wire“-ის ჟურნალისტი, წერს: „ეს არ არის ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართული ‘კომენტარი’, დღესავით ნათელია, რომ ეს არის სადიზმი!“

ებრაელმა მესიანისტმა სწავლულმა, მაიკლ ბრაუნმა კი განაცხადა, რომ ფილმი დიდი მონდომებით ახდენს იმის დემონსტრირებას, რის ვითომდა დაგმობასაც ცდილობს.

„მხოლოდ ისინი როდი არიან არაჯანსაღი ადამიანები, რომელთაც 11 წლის ბავშვები ამ ფილმში ათამაშეს (მათ შორის, მათი მშობლები, რომლებმაც შვილებს ამის ნება დართეს), არამედ მთელი ჩვენი ერი არაჯანსაღ მდგომარეობაშია და გარყვნილების მორევში იხრჩობა. ჩვენ ან მასობრივად უნდა გამოვიღვიძოთ სულიერად, ან დავიღუპოთ.“ – აცხადებს ბრაუნი.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები