ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

რადიკალმა ექსტრემისტებმა უგანდაში ხუცესი მოკლეს

by ნატალია ჩიქოვანი 22 ივნისი, 2021
22 ივნისი, 2021 231 ნახვა

11 ივნისს უგანდაში 70 წლის ხუცესსა და მის ცოლს რადიკალი ექსტრემისტები გზაში დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ხუცესი გარდაიცვალა. ფრანცის ობო იყო უფროსი ხუცესი „Mpingire Pentecostal Revival Church“-ში.

„გადაცმული მუსლიმანი ექსტრემისტები თავს დაგვესხნენ და სასტიკად გაგვისწორდნენ, ჩემს მეუღლეს ურწმუნოს ეძახდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ ეს ჩემი მეუღლისთვის ბოლო დღე იყო. მე ოდნავ ავუჩქარე ფეხს, და სწორედ ამ დროს მომესმა ჩემი მეუღლის განწირული ყვირილი და მივხვდი, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო…“  – ჰყვება ხუცესის ცოლი ქრისტინა ობო.

მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ეს ალაჰის სიტყვების გამო გააკეთა; მან დაავალა, რომ მოკლას ყველა, ვინც უარყოფს ისლამს.

უნდა აღინიშნოს, რომ უგანდაში ხშირია თავდასხმები ქრისტიანებზე მიუხედავად იმისა, რომ უგანდის კონსტიტუციის მიხედვით, დაშვებულია რელიგიის თავისუფლება, მათ შორის, საკუთარი რწმენის პროპაგანდა და ერთი რწმენიდან მეორეზე მოქცევა. 

„CBN News“-ის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალმა მუსლიმანმა ქალმა 13 წლის ქრისტიანი გოგონა და მისი 11 წლის ძმა გაიტაცა და მიჰყიდა შამანს რიტუალური მსხვერპლშეწირვისთვის. „CBN“-ის ცნობით, უგანდაში, დაახლოებით, 3 მილიონი შამანია. ასობით უგანდელ ბავშვს კი იტაცებენ და კლავენ, რადგან ეს ადამიანის მსხვერპლშეწირვის წარმატებული ბიზნესის ნაწილია.

ცნობილია, რომ უგანდელი ექიმბაშები ცხოველის მსხვერპლად შეწირვისთვის 400 აშშ დოლარს ითხოვენ, ადამიანის მსხვერპლშეწირვის ღირებულება კი ამ თანხას ბევრად აღემატება. წლიდან წლამდე იზრდება მშობლების მიერ შვილების გაყიდვის შემთხვევებიც. უგანდელი ე. წ. მკურნალი შამანები საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობენ. მათ ჰყავთ პირადი მცველები და თვითონაც შეიარაღებულები არიან. ხალხი მათ ძვირფას საჩუქრებს უძღვნის და რიტუალების ჩასატარებლად, ხშირად საკუთარ შვილებსაც კი სთავაზობს. ცრურწმენის თანახმად, თუ ახალი შენობის საძირკველში ბავშვის მოკვეთილ თავს დამარხავენ, ეს დაწყებულ საქმეს წარმატებას მოუტანს. გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანები უგანდელ შამანებთან მიდიან და საკუთარი ოჯახიდან ან ქუჩიდან მოტაცებული ბავშვის მსხვერპლად შეწირვაზე თანხმდებიან.

ბავშვების მსხვერპლად შეწირვა უგანდაში იმდენად სერიოზული და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომ უგანდის მთავრობამ ბავშვთა მსხვერპლშეწირვისა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ჯგუფიც კი შექმნა.

შეგახსენებთ, რომ უგანდა აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის თითქმის 40% კათოლიკე ქრისტიანია, ანგლიკანები შეადგენენ 32%-ს, სხვა პროტესტანტული დენომინაციები – 13%-ს, ხოლო მუსლიმანები – 12%-ს. მიუხედავად ამისა, ქრისტიანებს აქტიურად დევნიან ისლამისტები.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები