ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

სამხედრო ნაწილის „ფეისბუკის“ გვერდიდან კაპელანების გამამხნევებელი ვიდეოები ქრისტიანული რწმენის გამოხატვისთის წაშალეს

by ნინო ხუროშვილი 28 აპრილი, 2020
28 აპრილი, 2020 179 ნახვა

ნიუ-იორკის შტატში მდებარე ფორტ დრამის სამხედრო ნაწილის ორმა კაპელანმა მარტსა და აპრილში „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ოთხი გამამხნევებელი ვიდეო, რომლებიც წაშალეს ერთ-ერთი ჯგუფის საჩივრისა და იმ ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ის არმიაში ქრისტიანული რწმენის ყოველგვარ გამოხატულებას.

მაიკი ვაინსტაინმა, ორგანიზაცია „სამხედრო რელიგიური თავისუფლების ფონდის“ (Military Religious Freedom Foundation) დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, გამოსცა პრესრელიზი, სადაც ნათქვამია იმის შესახებ, რომ ორგანიზაციამ აშშ-ის არმიის მე-10 სამთო-ქვეითი დივიზიის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ბრიგადას მისწერა მოთხოვნის წერილი. წერილში ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაციამ მიიღო რვა საჩივარი კაპელან მაიორ სკოტ ინგრემისა და კაპელან ემი სმიტის მიერ გამოქვეყნებულ ოთხ ვიდეოსთან დაკავშირებით. თითოეულმა კაპელანმა ორ-ორი ვიდეო ჩაწერა და გამოაქვეყნა ბრიგადის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.   

ვაინსტაინმა განცხადება გამოქვეყნა „ტვიტერზეც“, სადაც ის მადლობას უხდის „არმიის უფროს ხელმძღვანელობას ამ კანონსაწინააღმდეგო პროზელიტური ვიდეოების დროულად წაშლისათვის.“

ვაინსტაინის თქმით, მსგავსი ვიდეომიმართვები უნდა ქვეყნდებოდეს არა სამხედრო ნაწილის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე, არამედ ფორტ დრამის სამლოცველოს „ფეისბუკის“ გვერდზე.

კაპელანები ვიდეომიმართვების მეშვეობით ამხნევებდნენ ჯარისკაცებს და მოუწოდებდნენ, ღმერთს მინდობოდნენ ამ რთულ დროს.

„ცვლილებები არასოდეს არის ადვილი, მაგრამ შეგვიძლია, წინ წავიდეთ ღმერთის მიერ მონიჭებული ზებუნებრივი ძალის დახმარებით და დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მიტოვებულნი არ ვართ.“ ‒ ამბობდა ინგრემი ერთ-ერთ ვიდეოში.

მეორე ვიდეოში კი ის საუბრობდა იოანე მოციქულის 1-ელ წერილზე დაყრდნობით (I იოანე 4:18-19) იმის შესახებ, რომ სიყვარულს აქვს ძალა შიშის განდევნისა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვაინსტაინმა გააპროტესტა არმიაში ქრისტიანული რწმენის გამოხატვა.

2016 წელს მან აიძულა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი, გამოეძიებინა რამდენიმე კაპელანის საქმე, რადგან, მისი განცხადებით, მათ დაარღვიეს ფედერალური კანონები იმით, რომ რელიგიური თავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საჯაროდ ილოცეს ოფიციალურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილებმა. 


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ გარდაიცვალნენ მოციქულები?

    27 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

    13 ივნისი, 2025
  • 3

    უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

    16 მარტი, 2022
  • 4

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 5

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები