ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

სიკვდილმისჯილი და გათავისუფლებული ირანელი ხუცესი ხელახალ პატიმრობაშია

by თამუნა ბაღდავაძე 5 ნოემბერი, 2020
5 ნოემბერი, 2020 427 ნახვა

ირანელი ხუცესის, იუსეფ ნადარხანის რთული მდგომარეობა ირანის ციხეში, დღემდე იქცევს საერთაშორისო ყურადღებას. გარდა მისი მძიმე ყოფისა ციხეში, პროტესტის ნიშნად ხანგრძლივი შიმშილობის გამო, სუსტია ნადარხანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მიუხედავად იმისა, რომ ციხეებში კოვიდ-19-ის გავრცელების გამო ბევრი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს, ნადარხანს ეს არ შეხებია.

როგორც CBN იუწყება, 43 წლის იუსეფს 6 წელი აქვს მისჯილი „საშინაო ეკლესიების“ გავრცელებისა და სიონისტური ქრისტიანობის პროპაგანდისთვის. ირანის ხელისუფლებამ ნადარხანი დაადანაშაულა იმაში, თითქოს მან თავისი ქრისტიანული საქმიანობით საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

CBN NEWS-ის საერთაშორისო კორესპონდენტთან, ჯორჯ ტომასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის (USCIRF) თავმჯდომარის მოადგილემ, ნადინ მაენზამ განაცხადა, რომ 2018 წლის ივლისში, შუაღამისას შეიარაღებული კაცები მივიდნენ ირანელი ხუცესის სახლში, სცემეს მას, ელექტროშოკი გამოიყენეს მისი 14 წლის ვაჟის მიმართ და შემდეგ ძალის გამოყენებით მიიყვანეს ხუცესი ციხეში, სადაც ის დღემდე რჩება.

2020 წლის სექტემბერში ნადარხანმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მის ორივე ვაჟს, დანიელსა და იოელს, უარი ეთქვათ განათლების მიღების გაგრძელებაზე, რადგანაც მათ უარი თქვეს მუსლიმანური რელიგიის გაკვეთილებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება მათ კონსტიტუციის მიხედვით აქვთ მიცემული.

გარდა ამისა, ნადინის თქმით, ირანის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხანია, ავიწროებს ხუცესს და ამის ნამდვილი მიზეზი მისი ქრისტიანული რწმენაა. მაენზას ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისია (USCIRF) შუამდგომლობს ირანთან ხუცესის გათავისუფლებისთვის და ამ საქმეში აშშ-ის ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რომ იუსეფ ნადარხანი, დაახლოებით, 400-კაციანი საშინაო ეკლესიის ხუცესია ირანში. იგი მუსლიმანურ ოჯახში დაიბადა და ქრისტიანობაზე მოექცა 19 წლის ასაკში. 2010 წელს იუსეფ ნადარხანს სიკვდილი მიუსაჯეს განდგომილობისა და მუსლიმანთათვის სახარების ქადაგების დანაშაულისთვის, რადგან ის უარს ამბობდა ისლამურ რწმენაზე. მოგვიანებით, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მკაცრი განაჩენი ემყარებოდა სავარაუდო ძალადობრივ დანაშაულს, კონკრეტულად, გაუპატიურებას და გამოძალვას, თუმცა სასამართლოში ოფიციალური ბრალდება ან ძალადობრივი დანაშაულის მტკიცებულება არ წარუდგენიათ. ნადარხანის იურისტების თქმით, ირანის მთავრობამ შესთავაზა შეწყალება იმ შემთხვევაში, თუ იგი ქრისტიანობას უარყოფდა. შეთავაზებაზე უარის მიღების შემდგომ, სააპელაციო სასამართლომ ნადარხანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, თუმცა ამ განაჩენისადმი დიდი პროტესტის გამო, 2013 წლის 7 იანვარს იგი გაათავისუფლეს. 2018 წლის ივლისში კი იგი კვლავ დაიჭირეს. ხუცესი სასჯელს თეირანში, „ევინის“ ციხეში იხდის, რომელიც ნადინ მაენზას თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეპუტაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებაა.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები