ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ტრამპი ხელს აწერს ბრძანებას მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების შესახებ

by ნინო ხუროშვილი 3 ივნისი, 2020
3 ივნისი, 2020 83 ნახვა

პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რელიგიური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც 50 მლნ. დოლარი იქნება გამოყოფილი მთელ მსოფლიოში საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების დასაცავად მიმართული პროგრამების განსახორციელებლად.  

როგორც გამოცემა The Hill-ი წერს, განკარგულების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა, უფრო მეტი კონკრეტული ქმედება განახორციელოს ისეთ ქვეყნებში, სადაც რელიგიური თავისუფლება ირღვევა. განკარგულება ასევე მოუწოდებს დიპლომატებს, პარტნიორ ქვეყნებთან რელიგიური დისკრიმინაციის შემთხვევების პრობლემა წამოჭრან.

„ამგვარი პროგრამები შეეხება ისეთ ადამიანებს და ჯგუფებს, რომლებსაც ემუქრებათ დევნა და თავდასხმანი რელიგიის საფუძველზე; პროგრამები ასევე მიზნად ისახავს, დაეხმაროს ამ ჯგუფებს, შეინარჩუნონ იდენტობა.

ეს პროგრამები მიმართულია ასევე იმისკენ, რომ დააყენოს თავმდამსხმელთა პასუხისმგებლობის საკითხი; უზრუნველყოს თანაბარი უფლებები და კანონიერი დაცვა ცალკეული ადამიანებისა თუ ჯგუფებისათვის, მიუხედავად მათი მრწამსისა; გააუმჯობესოს ყველა მრწამსის წარმომადგენელ ადამიანთა სამლოცველო სახლების დაცვა და უსაფრთხოება და დაიცვას რელიგიურ თემთა კულტურული მემკვიდრეობა.

მდივანი მიმართავს დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც განსაკუთრებული შეშფოთების ობიექტს წარმოადგენენ, ქვეყნებში, რომლებიც განსაკუთრებულ სადამკვირვებლო სიაში არიან, ან ქვეყნებში, სადაც აღრიცხულია რელიგიური თავისუფლების ხელყოფის შემთხვევები.

ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ შემუშავებულ იქნეს შესაბამისი სამოქმედო გეგმები აშშ-ისთვის ინფორმაციის მიწოდებისათვის, ასევე იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს მას საერთაშორისო რელიგიური თავისუფლებისათვის ხელის შეწყობაში და უბიძგოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, გადადგან ნაბიჯები რელიგიური თავისუფლების ხელყოფის აღმოსაფხვრისაკენ.” – ნათქვამია ბრძანებაში.ეს ბრძანება სრულიად შეესაბამება პრეზიდენტის ხედვას, დაიცვას საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების უფლებები. პრეზიდენტი ტრამპი გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს, რათა შეასრულოს მთელ მსოფლიოში მცხოვრები მორწმუნეებისათვის მიცემული დაპირება.“ ‒ განუცხადა Fox News-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

სამშაბათს პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი ესტუმრნენ კათოლიკეთა სამლოცველოს ვაშინგტონში (National Shrine). მათ ყვავილების გვირგვინი დადეს წმ. იოანე პავლე II-ის ქანდაკებასთან.

ორშაბათ საღამოს პრეზიდენტი ტრამპი ეწვია წმ. იოანეს ეპისკოპალურ ეკლესიას, სადაც ბიბლიით ხელში ფოტო გადაიღო. პრეზიდენტის მისვლამდე სამართალდამცავებმა იქვე შეკრებილი აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს.

სწორედ ამიტომ, სამლოცველოში დონალდ ტრამპის ვიზიტს ვაშინგტონის არქიეპისკოპოსის, უილტონ დ. გრეგორის უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ წინააღმდეგი იყო სამლოცველოში პრეზიდენტის ვიზიტისა.

„ჩემთვის დასაძრახი და დიდად უსიამოვნოა კათოლიკური სამლოცველოს ესოდენ არასწორად გამოყენება, რაც არღვევს ჩვენს რელიგიურ პრინციპებს, რომლებიც მოგვიწოდებს, დავიცვათ ყველა ადამიანის უფლება, თუნდაც არ ვიზიარებდეთ მათ მოსაზრებას. წმ. პაპი იოანე პავლე II ადამიანთა უფლებებისა და ღირსების მგზნებარე დამცველი გახლდათ და მისი მემკვიდრეობა ამაზე ცხადად მეტყველებს. ის ნამდვილად არ მოიწონებდა ცრემლსადენი გაზისა და სხვა საშუალებების გამოყენებას ადამიანთა წინააღმდეგ, მათ დაშლასა და შევიწროებას ფოტოს გადასაღებად ადგილზე, რომელიც თაყვანისცემისა და მშვიდობისათვის არის განკუთვნილი.“ ‒ განაცხადა არქიეპისკოპოსმა.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ცნობილ ქრისტიანთა ციტატები იესო ქრისტეს შობის შესახებ

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

    21 აპრილი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები