ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ფრანკლინ გრემი ილონ მასკს პასუხობს

by თამუნა ბაღდავაძე 27 იანვარი, 2021
27 იანვარი, 2021 93 ნახვა

მსოფლიოში ცნობილი მქადაგებელი ფრანკლინ გრემი ეხმაურება ილონ მასკის განცხადებას და თავის „ფეისბუკგვერდზე“ წერს: „მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ღელავს თავისუფალ სიტყვაზე და მე მას ვეთანხმები. მისი თქმით: ‘ბევრი ადამიანი იქნება ძალიან უკმაყოფილო დასავლეთის მაღალი ტექნოლოგიებით, როგორც თავისუფალი სიტყვის დე ფაქტო არბიტრით.’ თუმცა მიმაჩნია, რომ ყველა ამერიკელი არა მხოლოდ უკმაყოფილო, არამედ ღრმად შეწუხებული უნდა იყოს ამის გამო.

ვიღაცამ უპასუხა მის კომენტარს და თქვა: ‘დასავლეთის მაღალ ტექნოლოგიებს მართებთ, განასხვაონ სიძულვილის შემცველი სიტყვის დაბლოკვა იმ სიტყვის დაბლოკვისგან, რომელიც მათ სძულთ.“ ეს სრული სიმართლეა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ამ ქვეყანაში ნებას მისცემენ, ჩაახშონ  სიტყვის თავისუფლება, ეს შეიძლება მოიცავდეს სახარებისა და ღვთის სიტყვის გავრცელების თავისუფლების შეზღუდვასაც. ილოცებ და იშრომებ  ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დაცვისა და შენარჩუნებისთვის?“ 

„ტესლას“ გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა ე. წ. დიდ ტექნოლოგიებს „სიტყვის თავისუფლების დე ფაქტო არბიტრი“ მას შემდეგ უწოდა, რაც „ფეისბუკის,“ „ინსტაგრამისა“ და „ტვიტერის“ სოციალურმა ქსელებმა დაბლოკეს დონალდ ტრამპის სოციალური გვერდები თავიანთ პლატფორმებზე. 

ილონ მასკმა განაცხადა, რომ „ბევრი ადამიანი იქნება ძალიან უკმაყოფილო დასავლეთის მაღალი ტექნოლოგიებით, როგორც თავისუფალი სიტყვის დე ფაქტო არბიტრით.“  ეს კომენტარი მან ერთ-ერთ სატირულ სტატიასთან დაკავშირებით დაწერა. სტატია კაპიტოლიუმის მოვლენების შემდეგ სოციალურ მედიაში ტრამპის დაბლოკვის შესახებ იყო დაწერილი.  

მან ასევე უპასუხა „ტესლას“ გულშემატკივართა გვერდის „ტვიტერზე“ დაწერილს: „დასავლეთის მაღალ ტექნოლოგიებს მართებთ, განასხვაონ სიძულვილის შემცველი სიტყვის დაბლოკვა იმ სიტყვის დაბლოკვისგან, რომელიც მათ სძულთ.“ ილონ მასკმა აღნიშნულს შემდეგი კომენტარით უპასუხა: „ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა“.

„ტვიტერის“ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, სამუდამოდ დაბლოკოს დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის გვერდი ძალადობისადმი შემდგომი წახალისების რისკის გამო.

მარკ ცუკერბერგმა, „ფეისბუკის“ გენერალურმა დირექტორმა, რომელსაც ეკუთვნის ასევე „ინსტაგრამიც“, 7 იანვარს განაცხადა: „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ნება მივეცით პრეზიდენტ ტრამპს, გამოეყენებინა ჩვენი პლატფორმა ჩვენივე საკუთარი წესების შესაბამისად და ხანდახან არ ვადასტურებდით მის პოსტებს, როდესაც ისინი არღვევდნენ ჩვენს პოლიტიკას. ასე იმიტომ ვიქცეოდით, რომ გვჯერა, საზოგადოებას აქვს უფლება, ჰქონდეს მაქსიმალურად ფართო წვდომა პოლიტიკურ გამოსვლებზე, თუნდაც ეს კამათს იწვევდეს… მაგრამ ახლანდელი კონტექსტი ფუნდამენტურად განსხვავებულია და ითვალისწინებს ჩვენი პლატფორმის გამოყენებას დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მიმართ ძალადობისკენ წასაქეზებლად.“

სააგენტო Newsweek-ი წერს, რომ სოციალური მედიის მხრიდან ტრამპის დაბლოკვამ  გამოიწვია აზრთა გაყოფა: ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ სოციალური მედიაკომპანიები ზედმეტ ცენზურას უწესებენ თავიანთ მომხმარებლებს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს ასე არ არის.

ილონ მასკი დიდი ხანია, კრიტიკულად არის განწყობილი „ფეისბუკისადმი“ და მიიჩნევს, რომ სოციალური მედია ნაწილობრივ მაინც არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა კაპიტოლიუმში.


ამავე კატეგორიის

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები