ცნობილი მახარებელი ფრანკლინ გრემი ემზადება ლოცვითი მარშისთვის, რომელიც ვაშინგტონში უნდა გაიმართოს მომავალ კვირას. ის ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. გამოცემა The Christian Post-ისათვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში გრემმა თქვა, რომ ქვეყანაში მრავალი განხეთქილებაა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და სწორედ ამის გამო მოუწოდებს ყველას ლოცვისკენ.
„არავის შეუძლია ამერიკაში გამეფებული სულიერი სიბნელის გაფანტვა: არც რესპუბლიკელებს, არც დემოკრატებს. ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ღმერთი მოაშორეს მთავრობას, სკოლებს, საზოგადოებას მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება იგი. არ მგონია, რომ ჩვენი ერი შორს წავიდეს, თუ არ მოვინანიებთ და ყოვლისშემძლე ღმერთის სახელს არ მოვუხმობთ. ლოცვითი მარში ეკლესიისათვის გაერთიანების ისეთივე შესაძლებლობა იქნება, როგორიც 1960-იან წლებში, სამოქალაქო უფლებებისათვის გამართული მსვლელობანი იყო ერთობის დემონსტრირება.“ – აცხადებს გრემი.