ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

„იესო მკურნალია“ – ამ ფრაზის გამო ინდოელ ექიმს გასამართლება ელის

by ნატალია ჩიქოვანი 2 ივნისი, 2021
2 ივნისი, 2021 1.8K ნახვა

ინდოეთის ცენტრალურ შტატ მადჰი პრადეშში ახალგაზრდა, ქრისტიან ექიმს, სანდია ტივარის ლიცენზია შეუჩერეს. მას გასამართლება ემუქრება იმის გამო, რომ ოჯახებს, რომლებსაც ის Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის და ინფორმირების პროგრამის ფარგლებში სტუმრობდა, ამხნევებდა, რომ „იესო ქრისტე მკურნალია“. ინფორმაციას ქრისტიანთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „International Christian Concern“-ი ავრცელებს.

პროგრამის ფარგლებში, 22 მაისს ექიმმა მოინახულა რატლამის რაიონი და დაარიგა ბროშურები, რომლებიც შეიცავდა Covid-19-თან ბრძოლის შესახებ რეკომენდაციებს. ექიმს ერთ-ერთმა ნაციონალისტმა სამოქალაქო აქტივისტმა ვიდეო გადაუღო, სადაც ის მის დაკითხვას აწარმოებს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის საფუძველზეც ექიმი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

„რა არის ცუდი იმ ფრაზაში, რომ ღმერთი კურნავს? მე არავისთვის მითქვამს, რომ ქრისტიანობაზე მოქცეულიყო. მე ქრისტიანი ვარ და მათ ვუთხარი, რომ იესო მკურნალია. “ – ამბობს ვიდეოში სანდია.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ბევრ შტატში და მათ შორის მადჰი პრადეშში მოქმედებს „სხვა რელიგიაზე მოქცევის საწინააღმდეგო“ კანონი, რომელსაც ინდუისტი ნაციონალისტები ხშირად იყენებენ ქრისტიანთა წინააღმდეგ. ისინი ყალბ ბრალდებებს უყენებენ ქრისტიანებს და მათზე იერიში მიაქვთ სავარაუდო, იძულებითი მოქცევის საბაბით.

„ინდუისტ ნაციონალისტთა მოსაზრებაა, რომ ინდოელი უნდა იყოს ინდუისტი, ამიტომ ნებისმიერი სხვა რწმენა, მათ შორის ქრისტიანობა, განიხილება, როგორც არაინდური. შესაბამისად, ქრისტიანობაზე მოქცევის გამო, ხშირად უკიდურესად დევნიან ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს.“ – წერს „Open Doors“-ი ინდოეთში ქრისტიანთა ყოფის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ქრისტიანები ინდოეთის მოსახლეობის 2.3%-ს შეადგენენ. მართალია, ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული, მაგრამ ინდოელ ქრისტიანებზე თავდასხმათა რიცხვი 2014 წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, როცა ქვეყნის სათავეში ინდოეთის სახალხო პარტია მოექცა. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „Open Doors“-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის ინდოეთი მე-10 ქვეყანაა, სადაც ქრისტიანებს ძლიერ დევნიან.

#कील_कोरोना अभियान के दौरान रतलाम के आदिवासी बाहुल्य बाजना क्षेत्र में एक सरकारी महिला स्वास्थ्यकर्मी द्वारा धर्म विशेष का प्रचार किया जा रहा है। @drnarottammisra जी कृपया इसे संज्ञान में लेवें।@ChouhanShivraj@DrMohanYadav51 @RatlamCollector @VishvasSarang @rajneesh4n https://t.co/xRhmdi83cX pic.twitter.com/6smjgv2oLt

— Somesh Paliwal (@SomeshBJP) May 22, 2021

ამავე კატეგორიის

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტი

    22 აპრილი, 2021
  • 5

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები