ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ქრისტიანებს რწმენის უარყოფას სთხოვენ დახმარების მიღების სანაცვლოდ

by ნინო ხუროშვილი 25 ივლისი, 2020
25 ივლისი, 2020 123 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის დროს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სუდანში მცხოვრები ქრისტიანები არჩევანის წინაშე დგანან: შეინარჩუნონ რწმენა თუ დაუბრუნდნენ თავდაპირველ სარწმუნოებას დახმარების მიღების სანაცვლოდ.

იან ვერმირმა, ორგანიზაციის Open Doors International კომუნიკაციების დირექტორმა აზიაში, Premiere News-ს განუცხადა, რომ ორგანიზაციას უამრავმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ  „ქრისტიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ საკვებს, თუ ისინი საკუთარ რწმენას განუდგებიან და თავდაპირველ სარწმუნოებას დაუბრუნდებიან. ზოგი დაუბრუნდა ისლამს, ზოგმა კი თვითმკვლელობა სცადა“.

ორგანიზაცია Open Doors-ის განცხადებით, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბანგლადეში, ინდოეთი, სუდანი და მალაიზია, ქრისტიანებისგან მოითხოვენ საკუთარი რწმენის უარყოფას დახმარების მიღების სანაცვლოდ.

ხუცესი სემი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ორგანიზაცია Open Doors-ის მუშაობას უწევს კოორდინაციას, ამბობს, რომ ბანგლადეშის სოფლებში ქრისტიანები არ იღებენ დახმარებას, განსაკუთრებით ის ქრისტიანები, რომლებიც ისლამიდან ან ბუდიზმიდან არიან მოქცეულნი ქრისტიანობაზე. მისივე თქმით, ორგანიზაციის დახმარების გარეშე ბევრი ქრისტიანი უბრალოდ შიმშილით მოკვდებოდა, ან იფიქრებდა, რომ იესო ქრისტეს კვალდაკვალ სვლა მეტისმეტად რთულია.

„ბევრ ახალმოქცეულს სუსტი რწმენა აქვს და მათ უფალში განმტკიცება ესაჭიროებათ“, თქვა ხუცესმა სემმა.

სუდანშიც ამავე პრობლემის წინაშე დგანან ქრისტიანები. ერთ-ერთი ადგილობრივი ხუცესის თქმით, ქრისტიანები არავითარ დახმარებას არ იღებენ არც საკუთარი ოჯახის წევრებისგან, არც ტომისა თუ საზოგადოებისაგან.

აღმოსავლეთ მალაიზიაში ქრისტიანი სტუდენტების ჯგუფს ადგილობრივ მეჩეთში უთხრეს, რომ ისევ ისლამს უნდა დაბრუნებოდნენ, თუ სურდათ საკვები პროდუქტების მიღება.

Open Doors-ის მიერ მიხედვით, ივნისში, ვიეტნამის მთავრობამ საკვების მიცემაზე უარი განუცხადა ასზე მეტ ქრისტიანს, რომელთა შორის ბავშვები და მოხუცებიც იყვნენ. „თქვენ ქრისტიანები ხართ და თქვენმა ღმერთმა უნდა იზრუნოს თქვენს ოჯახებზე“, განუცხადეს ვიეტნამის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 18 ოჯახს, რომელთა წევრთა რიცხვი სულ 107 ადამიანისგან შედგება.

მსგავსი ვითარებაა ინდოეთშიც. ჯონ პრაბჰუდოსმა, ინდურ-ამერიკული ქრისტიანული ორგანიზაციების ფედერაციის (Federation of Indian American Christian Organizations) თავმჯდომარემ, განუცხადა საინფორმაციო პორტალს The Christian Post, რომ ორგანიზაციას რამდენიმე წყარომ შეატყობინა იმასთან დაკავშირებით, რომ რელიგიური უმცირესობანი იჩაგრებიან პანდემიისას, რაც, პრაბჰუდოსისავე თქმით, ინდოეთის ინდუისტური ნაციონალისტური მთავრობის არასწორ მიდგომათა შედეგია.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები