ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

„ყველა დიქტატორი კვდება და ყველა პრეზიდენტი მიდის, იესო კი სამუდამოდ მეფობს!“ – რიკ უორენი

by ნატალია ჩიქოვანი 7 იანვარი, 2021
7 იანვარი, 2021 403 ნახვა

2020 წლის არჩევნები აშშ-ში მთელი მსოფლიოს დაკვირვების ქვეშ იყო მოქცეული. ნოემბრის შემდეგ შეერთებულ შტატებში მთავარი თემა არჩევნები გახლდათ, რომელმაც კორონავირუსული პანდემიაც კი უკან ჩამოიტოვა. ქრისტიანების ფავორიტი პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა დაამარცხა, რამაც საყოველთაო ვნებათაღელვა გამოიწვია. ტრამპის თქმით და მრავალი მხარდამჭერის აზრით, არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლების შეცვლის არალეგიტიმურად აღიარებამ ვითარების დაძაბვა გამოიწვია საზოგადოებაში.

სწორედ 2021 წლის დასაწყისში აშშ-ის ერთ-ერთმა ცნობილმა ევანგელისტმა რიკ უორენმა განვლილი წელი შეაჯამა, ქრისტიანებს საკუთარი მსოფლმხედველობის გადამოწმებისკენ მოუწოდა და პოლიტიკური ვითარება ასე შეაფასა:

„ბევრი ქრისტიანი იღებს გადაწყვეტილებებს პოლიტიკური და არაბიბლიური ღირებულებების საფუძველზე და ეს რეალური პრობლემაა. არჩევნების მიმდინარეობამ ცხადყო, რომ ქრისტიანთა უმრავლესობას არ აქვს ბიბლიური მსოფლმხედველობა. ისინი ხმას აძლევენ პოლიტიკური მსოფლმხედველობიდან გამოდინარე. მათი ვინაობა და იდენტობა ხშირად პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარეობს. თუ ვინმე იკითხავს, იესო მემარჯვენეა თუ მემარცხენე, იესო უპასუხებს: „მე არცერთ ფრთას არ წარმოვადგენ“. იესო ამბობს, რომ მისი მეფობა ამქვეყნიური არ არის. ჩვენ ურყევი სამეფო გვაქვს ზეცაში.

ყველა დიქტატორი კვდება და ყველა პრეზიდენტი მიდის, იესო კი სამუდამოდ მეფობს. არ არის მნიშვნელოვანი, ვინ აირჩევა პრეზიდენტად. ჩვენი მხსნელი არ არის ის, ვინც თეთრ სახლში დავსვით, არამედ ის, ვინც ჯვარზე ეწამა. არცერთი პოლიტიკოსი არ აპირებს ჩვენს გადარჩენას. მხოლოდ იესოა მხსნელი.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კონგრესის სხდომაზე, სადაც ჯო ბაიდენის კანდიდატურა უნდა დამტკიცებულიყო, ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ, რასაც სროლა და არეულობა მოჰყვა. ინციდენტმა საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია ტრამპისა და მისი მომხრეების მიმართ. კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ აშშ-ს კონგრესმა მუშაობა განაახლა


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები