ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიბლია გადაიწერება კომუნისტური ფასეულობების შესაბამისად

by ნინო ხუროშვილი 22 თებერვალი, 2022
22 თებერვალი, 2022 232 ნახვა

ქრისტიანთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „წამებულთა ხმა“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა წმინდა წერილის გადაწერა კომუნისტურ ფასეულობათა მიხედვით.

„ამ პროექტის შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წელს გამოაცხადა. მაშინ ითქვა, რომ ბიბლიის ახალი თარგმანის მომზადების პროცესს ათი წელი დასჭირდებოდა. ეს იქნება კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი ტექსტი.“  –  განაცხადა „წამებულთა ხმის“ მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ტოდ ნეტლტონმა ახალი ამბების ქრისტიანულ სააგენტოსთან (Faithwire) ინტერვიუში. მან ასევე აღნიშნა, რომ წმინდა წერილის ახალ თარგმანში წარმოდგენილი იქნება მრავალი სხვადასხვა პრინციპი, მათ შორის, კონფუციანელობისა და ბუდიზმის პრინციპები.  

„წამებულთა ხმის“ მიერ „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ ხსენებულ თარგმანში ვნახავთ ძირითად სოციალურ ფასეულობებს, ხოლო ის მონაკვეთები, რომლებიც არ ასახავს კომუნისტურ შეხედულებებს, ამოღებული იქნება.

ცვლილებების ერთ-ერთი მაგალითია 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ სასკოლო სახელმძღვანელოში მოყვანილი ტექსტი იოანეს სახარების მე-8 თავიდან. ამ ბიბლიური ისტორიის მიხედვით, ქრისტე მიუტევებს მრუშ ქალს, რომელიც ჩასაქოლად მიიყვანეს მასთან ფარისევლებმა. ჩინეთის ხელისუფლების მიერ გამოცემულ სასკოლო სახელმძღვანელოში კი დაწერილია, რომ ქრისტემ კი არ აპატია ქალს, არამედ ჩაქოლა და თქვა: „მეც ცოდვილი ვარ“.

ნეტლტონი შენიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი მცდელობაა ქრისტეს ღვთაებრიობის დაკნინებისა, რადგან თუ ქრისტე ცოდვილია, მაშ, ის ღმერთი არ არის.

„წამებულთა ხმა“ იმედოვნებს, რომ უფრო მეტი ბიბლიის გაგზავნას შეძლებს ჩინეთში, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წმინდა წერილის ტექსტის უცვლელად წაკითხვის შესაძლებლობა.


ამავე კატეგორიის

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტი

    22 აპრილი, 2021
  • 5

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები