ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ჩინეთში ეკლესიებს ხურავენ ან დანიშნულებას უცვლიან

by ნინო ხუროშვილი 11 ნოემბერი, 2020
11 ნოემბერი, 2020 156 ნახვა

ჩინეთის კომუნისტური პარტია რადიკალურ ნაბიჯებს დგამს ქრისტიანულ ეკლესიებთან მიმართებით, რათა ქრისტიანებს ხელი შეუშალოს შეკრებასა და ღვთისმსახურებების ჩატარებაში.   

ჩინეთში რელიგიური თავისუფლებისა და ადამიანთა უფლებადამცველი ჟურნალის Bitter Winter-ის ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებათა წარმომადგენლები გადამწყვეტ ზომებს მიმართავენ იმისათვის, რომ ეკლესიების შენობები ან დაანგრიონ ან დანიშნულება შეუცვალონ, მაგალითად, გადააკეთონ ქარხნებად, გასართობ ობიექტებად ან კომუნისტური პარტიის პროპაგანდის ცენტრებად. დაახლოებით, 70 პროტესტანტული ეკლესიის შენობა დაიხურა გასულ წელს ძიანსუს პროვინციის ქალაქებში: ლიანიუნგანსა და სუციანში.

სუციანში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქრისტიანმა Bitter Winter-თან განაცხადა, რომ ეკლესია Three-Self Church გადააკეთეს ჩინეთის რევოლუციის გმირების მემორიალურ დარბაზად.  

21 ოქტომბერს, ჰენანის პროვინციის სიაის რეგიონში დაანგრიეს ეკლესიის შენობა იმ მიზეზით, რომ ახალი კლინიკა აეშენებინათ მის ადგილზე.

5 ივნისს ჩინეთის მთავრობამ დაიქირავა მუშები იმისათვის, რომ მოეხსნათ ჯვარი ერთ-ერთი ეკლესიის შენობიდან და ასევე დიდი სვეტი, რომელზეც ეწერა: „ღმერთს უყვარს ქვეყნიერება“. ხსენებული წარწერის ნაცვლად ეკლესიის შესასვლელში დადგეს დაფა წარწერით: „ჰუაიჰაის რეგიონის სამხედრო და პოლიტიკური აუდიტორია“.

„ეკლესიას ამის შემდეგ გამოიყენებენ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს აქ ჩინეთის რევოლუციური სულისკვეთების შესახებ ასწავლონ.“ – განმარტა სოფლის მმართველობის წარმომადგენელმა.

„ბოლო დროს მორწმუნე ადამიანთა რიცხვი აჭარბებს კომუნისტური პარტიის წევრთა რაოდენობას და პარტია ვერ ახერხებს ადამიანების გულების მოგებას. მთავრობა ეკლესიების აღმოფხვრას ცდილობს, რათა დარწმუნდეს, რომ კომუნისტური პარტიის წევრთა რაოდენობა მორწმუნეებზე მეტი იქნება.“– განაცხადა სოფლის მმართველობის სხვა წარმომადგენელმა.  

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ჩინეთში აქტიურად მიმდინარეობს ქრისტიანთა დევნა. ზოგიერთ პროვინციაში ფულადი ჯილდოც კი დააწესეს იატაკქვეშა ეკლესიების საქმიანობის გამოაშკარავებისთვის.

ორგანიზაცია Open Doors-ის 2020 წლის მონაცემების მიხედვით ჩინეთი 23-ე ადგილზეა ქრისტიანთა დევნის მხრივ მსოფლიოში.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ჰელოუინი და უნდა აღნიშნავდნენ თუ არა მას ქრისტიანები?

    29 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები