ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ჩინეთი: ცენზურის თავიდან ასაცილებლად, წიგნების სათაურებში სიტყვა „იესოს“ ინიციალებით ცვლიან

by მარიამ გოგიჩაშვილი 30 ოქტომბერი, 2020
30 ოქტომბერი, 2020 122 ნახვა

ჩინეთის ქრისტიანული საბჭო და ორგანიზაცია Three-Self Patriotic Movement (TSPM), რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ქრისტიანული ორგანიზაციაა ჩინეთში, განაგებს ონლაინწიგნების მაღაზიას, ჩინეთის სოციალური ქსელის, WeChat-ის მეშვეობით. ახალი რეგულაციების გამო, ინტერნეტცენზურის თავიდან ასაცილებლად, სიტყვები „ქრისტე“, „იესო“ და „ბიბლია“ ჩაანაცვლეს ინიციალებით: „JD, YS, SJ“, ხოლო სიტყვები „ღმერთი“ და „უფალი“ ლურჯი კვადრატებით დაფარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაციები ოფიციალურად დადასტურებულნი არიან სახელმწიფოს მიერ, მათ მაინც ეკრძალებათ ქრისტიანული მასალების გაყიდვა-გავრცელება. ოქტომბრის დასაწყისში, ონლაინწიგნების მაღაზიის დირექტორს 7 წლით თავისუფლების აღკვეთით დაემუქრნენ ქრისტიანული მასალების გავრცელებისთვის.

China Aid-ის მიხედვით, წიგნების მაღაზია „თიანფენგშუიუანსაც“ მოუწია, განეახლებინა ყველა იმ წიგნის ყდა, რომელიც ოდნავ მაინც იყო კავშირში ქრისტიანობასთან.

ქრისტიანული სიტყვების ჩასანაცვლებლად ისინიც ჩინური ტრანსკრიფციის სისტემას იყენებენ. მაგალითად, „ქრისტეს“ ანაცვლებენ ინიციალებით „JD“, რადგან ჩინურად „ქრისტე“ წარმოითქმის, როგორც „ji du“.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს გაყალბებული ბიბლიური ისტორია გამოქვეყნდა კომუნისტურ სასკოლო სახელმძღვანელოში, ჩინეთში. ისტორია იოანეს სახარებაში, მე-8 თავში აღწერილ, მრუშ დედაკაცს ეხება. სახელმძღვანელოში წერია, რომ იესომ მრუშობაზე წასწრებული ქალი ჩაქოლა და თავად იესოც ცოდვილი იყო.

ასევე, ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში ფულადი ჯილდოც კი დააწესეს იატაკქვეშა ეკლესიების საქმიანობის გამოაშკარავებისთვის. ივნისში ეთნიკურ და რელიგიურ საკითხთა კომიტეტმა ლიაონინის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში გამოსცა უწყება დაკრძალვის ადგილებში რელიგიურ ცერემონიალთა ჩატარების აკრძალვის შესახებ. ეს ასევე გულისხმობს ქადაგების, ბიბლიის კითხვისა და რელიგიური საგნების გავრცელების აკრძალვას სასაფლაოებზე, დაკრძალვის ბიუროებსა და მსგავს ადგილებში.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები