ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ჩრდ. კორეა: კოვიდ-19-ით დაავადებულებს „საკარანტინო ბანაკებში“ გზავნიან და შიმშილისთვის წირავენ

by ნინო ხუროშვილი 6 ნოემბერი, 2020
6 ნოემბერი, 2020 383 ნახვა

კოვიდ-19-ით დაავადებულ ადამიანებს ჩრდილოეთ კორეაში საგანგებოდ მოწყობილ „საკარანტინო ბანაკებში“ გზავნიან, სადაც ისინი არა მხოლოდ ვირუსით, არამედ შიმშილითაც იხოცებიან. 

ტიმ პიტერსი, ქრისტიანი აქტივისტი, რომელიც სეულში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Helping Hands Korea-ს უდგას სათავეში, აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ „საკარანტინო ბანაკები“ ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში მოაწყო. მისივე თქმით, ბანაკებში მყოფ ადამიანებს სამედიცინო მომსახურებას არავინ უწევს და გარდა ამისა, ისინი ხშირ შემთხვევაში, შიმშილითაც იხოცებიან.

ტიმ პიტერსმა ინტერნეტგაზეთ The South China Morning Post-თან საუბარში თქვა: „ბანაკებში მყოფთა ოჯახის წევრები მიდიან ბანაკებთან და მიაქვთ საკვები და ის მცირე მედიკამენტები, რომელთა შოვნასაც ახერხებენ. ჩემი წყაროების ცნობით, ამ ბანაკებში მყოფი ბევრი ადამიანი უკვე გარდაიცვალა არა მხოლოდ პანდემიით, არამედ შიმშილით და მასთან დაკავშირებულ მიზეზთა გამო.“

პიტერსი, რომლის არასამთავრობო ორგანიზაციაც სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას აწვდის ჩრდილოეთ კორეას, ამბობს, რომ პანდემიის გავრცელების მხრივ, ქვეყანაში „დიდად სავალალო“ მდგომარეობაა. 

ხუცესი დევიდ ლი ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულებთან მუშაობს. მათ ნათქვამზე დაყრდნობით, ის აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვირუსის სიმპტომების მქონე ადამიანებს აიძულებენ, „სახლში გამოიკეტონ საკვებისა და ყოველგვარი დახმარების გარეშე და დაიხოცონ.“  მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას თითქმის არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თვალი ადევნოს ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას, რომელიც „დაავადება-მოჩვენების“ სახელით არის ცნობილი ხალხში. 

ადამიანის უფლებადამცველმა კიდევ ერთმა აქტივისტმა, რომელმაც ანონიმურობა ამჯობინა, The South China Morning Post-ს უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ბრძანებით, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა სხეულები დაწვეს. 

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ კორეა აცხადებდა, რომ იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის იყო, სადაც კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ფაქტებისა და მძიმე ბრალდებათა მიუხედავად, კიმ ჩენ ინის რეჟიმი მტკიცედ უარყოფს ადამიანის უფლებათა რაიმე სახის დარღვევას კორეის ტერიტორიაზე.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 4

    უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

    2 თებერვალი, 2022
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები