ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

აშშ: „წითელი სათლების საქველმოქმედო კამპანია ‘შობის გადასარჩენად’“

by ნატალია ჩიქოვანი 24 სექტემბერი, 2020
24 სექტემბერი, 2020 204 ნახვა

აშშ-ში „ხნის არმია“ წელს ნაადრევად შეუდგა სადღესასწაულო სამზადისს და ტრადიციული მადლიერების დღის ნაცვლად „წითელი სათლების“ საქველმოქმედო კამპანია 14 სექტემბერს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 130 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა და ეს გამონაკლისი კოვიდ-19-ის და მისი დიდი ზეგავლენის გამო დაუშვეს.

მაღაზიების დახურვის ზრდასა და სავაჭრო ობიექტებზე ნაკლები მყიდველის არსებობის გამო „ხსნის არმია“ ვარაუდობს, რომ სპეციალური წითელი სათლების მეშვეობით მოგროვებული თანხა წელს 50%-ით შემცირდება.

„საშობაოდ და მის შემდგომაც სხვადასხვა საჭიროების მქონეთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხის შეგროვების შესაძლებლობა რისკის ქვეშაა. ჩვენ გვჭირდება ყველა, ვინც შეძლებს, შემოგვიერთდეს და აჩვენოს, რომ დღესასწაული შეიძლება იყოს ნათელი და კაშკაშა სხვადასხვა საჭიროების მქონე მილიონობით ადამიანისთვის.“ – განაცხადა „ხსნის არმიის“ კომისარმა კენეტ ჰოდერმა.

გასულ წელს ორგანიზაციამ შეაგროვა 126 მილიონი დოლარი 30 000 სათლის მეშვეობით, რომელიც სპეციალურად იყო განთავსებული ქუჩებსა და სავაჭრო ცენტრებში.

ამჟამად კი, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ზოგიერთნი, რომლებიც წინა წელს დონორები იყვნენ, ამ წელს თავად ეძებენ დახმარებას.

„უფრო ნაკლები წითელი სათლით წელს ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება მეტად, ვიდრე ოდესმე. გაეცი ყოველთვიურად 25$-დან და დაგვეხმარე, რომ #გადავარჩინოთ_შობა სხვადასხვა საჭიროების მქონე ჩვენს მოყვასთათვის.“ – წერს ორგანიზაცია „ტვიტერზე“.

ორგანიზაციის თქმით, წელს აღნიშნული საქველმოქმედო კამპანიის ჰიმნი იქნება პრემია „გრემის“ მფლობელი ქრისტიანი მომღერლის – ლორენ დეიგლის სიმღერა, სახელწოდებით „Rescue“ (გადარჩენა).

შეგახსენებთ, რომ „ხსნის არმია“ ქრისტიანული, პროტესტანტული ეკლესიაა, რომელიც 1865 წელს ჩამოყალიბდა უილიამ ბუთის თაოსნობით. „ხსნის არმია“ მსოფლიოში თავისი ქველმოქმედებით და სოციალური აქტივობით არის ცნობილი. მათი დევიზია: „ღმერთს გული, კაცს – ხელი“.

„წითელი სათლების საქველმოქმედო კამპანია“ უკვე 130 წელია საშობაოდ, ყოველწლიურად ტარდება. მოხალისეები წითელი სათლებით ხელში დგებიან ხალხმრავალ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან და ზარებს რეკავენ, მოსახლეობა კი შესაწირავს აგდებს სათლში. სწორედ ამგვარად გროვდება ის თანხები, რომელიც შემდგომ მთელი წლის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი სოციალური პროექტის თუ ქველმოქმედების გაწევის შესაძლებლობას აძლევს ეკლესიას.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები