ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

by ნატო კობახიძე 2 ივლისი, 2025
2 ივლისი, 2025 50 ნახვა

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი სამშაბათს, 1 ივლისს, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის 90 წლის იყო.

ჯიმი სვაგერტი გახლდათ ცნობილი ტელემახარებელი, გოსპელის მგალობელი და ორმოცდაათზე მეტი ქრისტიანული წიგნის ავტორი. სვაგერტმა ყველაზე დიდი პოპულარობა 1980-იანი წლების დასაწყისში მოიხვეჭა, როცა მისი ტელეგადაცემა სამი ათასზე მეტი სატელევიზიო არხის მეშვეობით გადაიცემოდა ყოველკვირეულად. 1990-იანი წლების დასაწყისში მისი ტელეპროგრამები ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც კი ხელმისაწვდომი იყო.
მის მიერ დაარსებულმა მსახურებამ გაავრცელა განცხადება: „დღეს ჩვენი გულები სევდით არის სავსე, რადგან ვაცხადებთ, რომ ძმა სვაგერტმა დაასრულა თავისი მიწიერი სარბიელი და შეაბიჯა თავისი მხსნელის, იესო ქრისტეს, თანდასწრებაში. დღეს ის დღე იყო, რომლის შესახებაც იგი ათწლეულების განმავლობაში გალობდა. მან იხილა თავისი საყვარელი მხსნელი და დიდების კარიბჭეში შევიდა. მწუხარებასთან ერთად ჩვენ ვხარობთ, რადგან ვიცით, რომ ოდესღაც კვლავ შევხვდებით მას“.

სვაგერტს 15 ივნისს გული გაუჩერდა. სამედიცინო პერსონალმა შეძლო გულის მუშაობის აღდგენა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მიუხედავად შემდგომი მკურნალობისა, ის ვეღარ გამოვიდა მდგომარეობიდან.

„ძმა სვაგერტი შვიდ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ქადაგებდა სახარებას, წერდა ქრისტიანულ საგალობლებს და მილიონობით ადამიანს იესო ქრისტეს ხსნის ძალასა და სულიწმიდით მონათვლაზე მიუთითებდა. მისი ხმა სწვდებოდა ხალხებს, მისი მუსიკა ეხებოდა ადამიანთა გულებს და მისი უწყებაც მუდამ უცვლელი იყო: ჯვარცმული იესო ქრისტე“, – ვკითხულობთ ჯიმი სვაგერტის მიერ დაარსებული მსახურების განცხადებაში.

„ის უბრალოდ მქადაგებელი არ იყო — ის იყო თაყვანისმცემელი, მებრძოლი და ღვთის მადლისა და წყალობის მოწმე. ის გახლდათ მტკიცე რწმენის კაცი, რომელიც ყოველთვის შედიოდა იმ კარში, რომელსაც უფალი უღებდა“.

ორმოცდაათიანულ ეკლესიათა გაერთიანების წარმომადგენელმა, დაგ ქლეიმაც გაავრცელა განცხადება: „ღრმად დავმწუხრდი, როცა გავიგე მახარებელ ჯიმი სვაგერტის გარდაცვალების ამბავი. მისი ცხოვრება და მსახურება უამრავ ადამიანს შეეხო და წარუშლელი კვალი დატოვა“.

გეინსვილის (ჯორჯია) ეკლესიის (Free Chapel) ხუცესმა, ჯენტეზენ ფრანკლინმა, CBN News-ს განუცხადა, რომ სვაგერტმა „დაასრულა უფრო კარგად, ვიდრე დაიწყო“.

„დღეს პატივს მივაგებთ დიდი ადამიანის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას. მისი ოჯახი აგრძელებს მის მემკვიდრეობას. მეტი რა შეიძლება სურდეს ადამიანს? იგი საბოლოოდ სახლში დაბრუნდა“.

წყარო: cbn.com


ამავე კატეგორიის

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები