ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ჯონათან აიზეკი: „ჩემი ცხოვრების საყრდენი იესო ქრისტეა”

by ნინო ხუროშვილი 1 აგვისტო, 2020
1 აგვისტო, 2020 156 ნახვა

ამერიკის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდის, Orlando Magic-ის მოთამაშემ, ჯონათან აიზეკმა ამჯობინა, ფეხზე მდგარიყო პარასკევს, თამაშის დაწყებამდე, ეროვნული ჰიმნის შესრულებისას. NBA-ს 22 წლის ვარსკვლავი ერთადერთი იყო, ვინც მუხლებზე არ იდგა და ვისაც არ ეცვა მაისური წარწერით „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. აიზეკმა ფაქტი იმით ახსნა, რომ მას სჯერა ‒ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ამ აზრს მხარს უჭერს, თუმცა მისი სიცოცხლე ღმერთზეა დაფუძნებული.

„მჯერა, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, თუმცა დაჩოქება და მაისურის ჩაცმა წარწერით ‘შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია’ არ თანხვდება თავად ამ იდეას. ჩემი ცხოვრების საყრდენი იესო ქრისტეა და ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.“ ‒ განაცხადა აიზეკმა.

კალათბურთელმა თავისი გადაწყვეტილება გუნდის მწვრთნელებსა და თანაგუნდელებთან შეათანხმა თამაშის დაწყებამდე. გუნდის მწვრთნელი სტივ კლიფორდი ამბობს, რომ ეს ჯონათანის პირადი გადაწყვეტილება იყო და ის პატივს სცემს ამას.

ჯონათანმა ასევე თქვა, რომ მას ეს პოპულარობის მოპოვების მიზნით არ გაუკეთებია და რომ ეს „გულიდან მომდინარე გადაწყვეტილება იყო“.

ჯონათან აიზეკი, რომელიც 2017 წელს შეუერთდა გუნდს Orlando Magic, სულ ცოტა ხნის წინ ეკლესიის ხელდასხმული ღვთისმსახური გახდა.

მან „ინსტაგრამზე“ დაწერა: „თუ მიცნობთ, გეცოდინებათ, რომ ეს თამაში არ არის ჩემთვის. დღემდე არაფერი დამიკარგავს იმით, რომ იესოს მივყვები. პირიქით, ბევრი რამ შევიძინე! შევიძინე ჩემი იდენტობა, ჩემი დანიშნულება და კიდევ ბევრი რამ! გმადლობ, იესო, შენი გაშლილი მკლავებისათვის!“


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები