ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

10 წლის შემდეგ პირველი შობა ეკლესიაში, სადაც „ალ-ქაიდამ“ ათობით ქრისტიანი დახოცა

by ქეთი ბერიძე 6 იანვარი, 2021
6 იანვარი, 2021 163 ნახვა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში არსებული ეკლესია 10 წლის შემდეგ პირველად აღნიშნავს შობას. ცნობილია, რომ 2010 წელს ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ-ქაიდა“, ათობით მორწმუნე უმოწყალოდ დახოცა.

ერთ-ერთმა მსხვერპლმა, ნავრას საბახ უილიამმა, რომელიც მაშინ 18 წლის იყო, თქვა რომ ამდენი წელი ვეღარ გრძნობდა შობის დღესასწაულის დიდებულებას.

„ახლა არავინ ფიქრობს და არავის ეშინია ეკლესიაში წასვლის იმ აზრით, რომ უკან ვეღარ დაბრუნდება.“ – თქვა მან.

წელს საშობაოდ ეკლესიას სამართალდამცავები დაიცავენ, ხოლო მორწმუნეები 10 წლის შემდეგ პირველად, სიმშვიდეში აღნიშნავენ იესოს დაბადებას.

ერაყის ქრისტიანული საზოგადოება მრავალი წლის განმავლობაში კონფლიქტისა და მიზანმიმართული შეტევების მოწმე იყო, რის გამოც ბევრი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო. სამი ათწლეულის წინ მოსახლეობა  1,4 მილიონს აღწევდა, ახლა კი  ეს რიცხვი 400,000-მდე შემცირდა.

2017 წელს ერაყელმა ქრისტიანმა დეპუტატმა, ჯოზეფ სლევმა განუცხადა სააგენტო Anadolu-ს, რომ ერაყელ ქრისტიანთა 75% (დაახლოებით 1,5 მილიონი ქრისტიანი) 2003 წლიდან მოყოლებული, იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო.

შობამდე რამდენიმე დღით ადრე, ერაყის  პარლამენტმა გამოაცხადა, რომ შობა ოფიციალურად ყოველწლიური ეროვნული დღესასწაული გახდება.

შობის ღამეს ბაღდადში, წმინდა იოსების საკათედრო ტაძარში, ერაყის სუნიტმა მუსლიმანმა პრეზიდენტმა, ბარჰამ სალიჰმა თქვა, რომ მთავრობამ „სერიოზული ძალისხმევით უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ ერაყელი ქრისტიანები დაბრუნდნენ და თავიანთ სამშობლოში უსაფრთხოდ  და ღირსეულად იცხოვრონ. ბოლო წლების განმავლობაში, ერაყის ქრისტიანებმა განიცადეს დიდი შევიწროება და ტანჯვა  ექსტრემიზმისა და ტერორიზმის გამო. ამან კი გამოიწვია ის, რომ  ქვეყანამ დაკარგა ადამიანური კაპიტალი, რადგან უამრავი ქრისტიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები, ბევრი მათგანი კი მოკლეს.“

რომის პაპმა ფრანცისკემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მარტის დასაწყისში პირველად ეწვევა ერაყს. დაგეგმილია მისი სტუმრობა დედაქალაქ ბაღდადში, ქალაქ ურსა და ნინევიის პროვინციის ქრისტიანულ ცენტრში.

მარტინ ბანნი, ბაღდადის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ხუცესი, პაპის გადაწყვეტილებას „დიდ, შესანიშნავ საშობაო საჩუქარს“ უწოდებს.

ერაყელები იმედოვნებენ, რომ პაპის ვიზიტი თავიანთ ქვეყანაში ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას და ქრისტიანთა უფლებების პრივილეგირებას.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები