ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

12 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა ქრისტეს აღდგომა იზეიმა

by ნატალია ჩიქოვანი 13 აპრილი, 2020
13 აპრილი, 2020 262 ნახვა

12 აპრილს კათოლიკურმა სამყარომ და პროტესტანტული ეკლესიების ნაწილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. ტაძრები კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო დახურულია, შესაბამისად, ღვთის მსახურებს ონლაინრეჟიმში მოუწიათ სააღდგომო მსახურების ჩატარება.

მრევლის გარეშე ჩაატარა წირვა რომის პაპმა. მან მოუწოდა კათოლიკე მორწმუნეებს, სახლში ელოცათ და არ მისულიყვნენ ეკლესიებში ვირუსის საფრთხის გამო.

მილანის საკათედრო ტაძარში კი იტალიელმა მომღერალმა ანდრეა ბოჩელიმ პირდაპირ ეთერში კონცერტი გამართა. „მუსიკა იმედისთვის“ ‒ ასე ერქვა ბოჩელის სააღდგომო კონცერტს. კონცერტი ცარიელ ეკლესიაში ჩატარდა და პირდაპირ ეთერში გადაიცა. მისი მიზანი იყო, შეეხსენებინა იტალიის მოქალაქეებისთვის სიყვარულისა და იმედის მნიშვნელობა რთულ პერიოდში.

პროტესტანტული სამყაროს „პაპად“ წოდებულმა ფრანკლინ გრემმა სააღდგომო მსახურება ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, ცნობილ ქრისტიან მომღერალთან ‒ მაიკლ უაიტეკერ სმიტთან ერთად ჩაატარა. მსახურება „ფოქსნიუსის“ პირდაპირ ეთერში გადაიცა. მაიკლ სმიტმა რამდენიმე საგალობელი შეასრულა, ხოლო ფრანკლინ გრემმა გამამხნევებელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას. „ის ნამდვილად აღდგა და ცოცხალია!“ ‒ თქვა მან თავის მიმართვაში. ფრანკლინ გრემის პირდაპირი ეთერის დროს ლოცვის ცხელი ხაზი მოქმედებდა, რომელზე დარეკვა და თავისი საჭიროების გაზიარებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

სადღესასწაულო წირვა აღევლინა თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ ტაძარშიც, რომელსაც მრევლი არ დასწრებია. მორწმუნეები მას თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ.

კომენდანტის საათის გამო, წირვა ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა. ტრადიციულად კი, სააღდგომო ლიტურგია კათოლიკურ ტაძრებში 23:30-დან იწყება.

სააღდგომო წირვა აღავლინა ბათუმის წმიდა სამების პროტესტანტულმა ეკლესიამაც. წირვას ეკლესიის წევრები არ ესწრებოდნენ, ისინი სააღდგომო მსახურებას ეკლესიის ფეისბუკგვერდზე ადევნებდნენ თვალს, სადაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სააღდგომო ლიტურგია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო, ევანგელური ეკლესიები ღვთისმსახურებებს ერთ თვეზე მეტია, შეცვლილი ფორმატით ატარებენ. ეკლესიებში ძირითადად სასულიერო პირები იკრიბებიან, მრევლი კი მსახურებას სოციალური ქსელის დახმარებით ონლაინში ადევნებს თვალს.

პროტესტანტული ეკლესიების დიდი ნაწილი აღდგომას 19 აპრილს იზეიმებს.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები